თუ თირკმელებში კენჭები დაგიგროვდათ...გადაჭერით ეს პრობლემა მარტივად

უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აწუხებს. მინდა, მათ ვასწავლო უებარი წამალი და ცხოვრების ხალისის დაბრუნებაში დავეხმარო. ვისაც კენჭის გავლა გამოუცდია, ეცოდინება, რა არაადამიანური ტკივილი ახლავს მას. ყოველთვის მეგონა, ამტანი ვიყავი, მაგრამ ის, რაც ამ დროს გადავიტანე, ყოველგვარ მოთმინებას აღემატებოდა. კი არ ვტიროდი, ვღმუოდი. მართალია, მედიცინას კენჭების დასაშლელად და გამოსადევნად ფართო არსენალი აქვს, მაგრამ ვერც ერთმა ექიმმა ვერ მომცა იმის გარანტია, რომ ძველი კენჭების ადგილას დროთა განმავლობაში ახალი არ წარმოიქმნდებოდა. ამ პროცესის შესაჩერებლად შევიცვალე ცხოვრების წესი, დავიწყე სპეციალური დიეტის დაცვა და ექიმის მიერ გამოწერილ წამლებთან ერთად მცენარეული ნაყენების სმაც, რომელთა მომზადებასაც სიამოვნებით გასწავლით თქვენც. მიმაჩნია, რომ მკურნალობის სწორი მეთოდი ავირჩიე, თუმცა გირჩევთ, მაინც მიმართოთ ექიმს, გაიკეთოთ აუცილებელი ანალიზები, რომელთა მიხედვითაც სპეციალისტი დაადგენს, რა ტიპის ქვების წარმოქმნისკენ არის მიდრეკილი თქვენი ორგანიზმი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სვათ ბევრი - დღეში 2 ლიტრი მაინც - სითხე. ეს ხელს შეუწყობს შარდის განზავებას და მარილების უმტკივნეულოდ გამოყოფას. ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ რეცეპტებს:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი არყის ხის წვრილად დაჭრილი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველდღე მოამზადეთ ახალ-ახალი ნაყენი.


  • წვრილად დაჭრილ, მზეზე გამხმარ 2 სუფრის კოვზ მარწყვის ფოთოლს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა