უნიკალური და უმარტივესი რეცეპტი რომელსაც კარგად გამოყავს თირკმელებიდან კენჭები.

უნიკალური და უმარტივესი რეცეპტი რომელსაც კარგად გამოყავს თირკმელებიდან კენჭები.
შარდის კენჭები წარმოიქმნება ზოგიერთი ნივთიერებათა ცვლის და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის შედეგად, მარილებით გაჯერებული შარდის კრისტალიზაციის ან მატრიცის ცილოვან ფუძეზე დალექვის გზით. შარდის კენჭების წარმოშობას ხელს უწყობს იმ პროდუქტების ხანგრძლივი მოხმარება, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით შარდმჟავა და მჟაუნმჟავამარილების წარმოქმნისათვის საჭირო ნივთიერებებს ასევე საშარდე გზებში - თირკმელებში, შარდსაწვეთებში, შარდის ბუშტში შარდის შეგუბება. კენჭის წარმოქმნის პროცესს აძლიერებს ინფექცია, ხერხემლის, ლულოვანი ძვლების, ურეთრიტის ტრავმა, საკვებში A, B, D ვიტამინების ნაკლებობა. შარდკენჭოვანი დაავადების წარმოშობაში დიდი როლი ენიჭება მემკვიდრულ ფაქტორსაც.

თირკმლის ჭვალის მიზეზს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს მცირე კენჭების გაჭედვა შარდსაწვეთში, რასაც თან სდევს შარდის დინების შეწყვეტა და თირკმლის მენჯების მწვავე გაგანიერება. შეტევის შემდეგ ( დაახლოებით, შემთხვევათა 15 %) კენჭი გადადის. თირკმლის ჭვალის შეტევის დროს აუცილებელია ექიმის გამოძახება. თვითმკურნალობა (ცხელი აბაზანები, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები) ასეთ შემთხვევებში დაუშვებელია, რამდენადაც ანალოგიური შეტევები შეიძლება აღინიშნებოდეს მუცლის ღრუს ორგანოთა ზოგიერთი მწვავე დაავადებების დროსაც.

ხალხურ მედიცინას გააჩნია უნიკალური რეცეპტი რომელსაც კარგად გამოყავს კენჭები თირკმელებიდან.

დაგჭირდებათ:
  • 30 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების და გამოყენების წესი:
30 მლ ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ ლიმონის წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ვსვათ 2 -3 ს/კ ჭამამდე, 3 - ჯერ დღეში. რათქმაუნდა ვსვათ ასევე ბალახეული ჩაიც.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი