ექიმის თქმით, ეს 2 კომპონენტიანი საშუალება მხედველობას ხანმოკლე დროში აღადგენს

ექიმის თქმით, ეს 2 კომპონენტიანი საშუალება მხედველობას ხანმოკლე დროში აღადგენს
ბოლო დროს მხედველობა გამიუარესდა- ვგრძნობდი,რომ ვეღარ ვკითხულობდი უწინდებურად.ამიტომ დავიწყე ისეთი მცენარეული საშუალებების ძიება,რომელიც მხედველობას გამიუმჯობესებდა.ერთმა ნაცნობმა რამდენიმე რჩევა მომცა.გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ საშუალებებმა მხედველობა ისე გამიუმჯობესა,რომ მგონი,თავდაპირველადაც არ ვხედავდი ასე კარგად.ახლა კი მინდა მკითხველსაც ვასწავლო:

ინგრედიენტები:
  • 1ს/კ ოხრახუში
  • 200 გრ ცხელი წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

1ს/კ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 200 გრ ცხელი წყალი,ადუღეთ 30-40 წუთი,გააცივეთ,გაწურეთ,დაუმატეთ იმდენი ცხელი წყალი, რომ ისევ 200 გრ გახდეს. მიიღეთ 2ს/კ ნახარში 3-4-ჯერ დღეში,ჭამამდე.მაგრამ იცოდეთ რომ ეს ნახარში საკმაოდ ძლიერმოქმედია, ამიტომ ნუ დალევთ ძალიან დიდი რაოდენობით,თორემ შეიძლება წნევა დაგიგდოთ.

რჩევები:

  1. . ხშირ-ხშირად მიირთვით სტაფილოს სალათები.სტაფილო შეიცავს A ვიტამინს,რომელიც მხედველობისთვის სასარგებლოა.
  2. . რეგულარულად მიირთვით მოცვი,როცა კენკრა შემოვა- ცოცხალი სახით, ხოლო ზამთარში- გამხმარი.

ექიმის კომენტარი:

მოცვი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე მცენარეა.მას იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების,პირის ღრუს ლორწოვანისა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალოდ.ეს კენკრა მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც დარღვეული აქვთ ნივთიერებათა ცვლა, რაც იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ნიკრისის ქარი,რევმატიზმი,შარდის ბუშტის ანთება და ნაღველ-კენჭოვანი დაავადება.
არცთუ დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს,რომ მოცვში შემავალი ბიოფლავონოიდები შეიძლება გამოიყენონ გლაუკომისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ,მისგან შექმნეს პრეპარატები,რომელიც შველის მხედველობის დაქვეითებას და რეტინოპაფიას.
ალბათ,ოხრახუშის მიერ ფლავინოიდების შემცველობას უკავშირდება მისი ნახარშის ეფექტიანობა მხედველობის დაქვეითებისას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი