ამ მარტივი ხალხური რეცეპტით ჩემს მეუღლეს, ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭები დავუშალე.

ამ მარტივი ხალხური რეცეპტით  ჩემს მეუღლეს, ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭები დავუშალე.
"კარაბადინში" დაბეჭდილ თითქმის ყველა რეცეპტს ვინახავ და საჭიროების შემთხვევაში ნაცნობებს ვასწავლი. ახლა მეც მინდა სხვებს გავუზიარო ერთი რეცეპტი ნაღვლის ბუშტში კენჭების დასაშლელად. მისი გამოყენება მხოლოდ მცირე ზომის კენჭების დროსაა დასაშვები.
რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
  • 1 ჩაის ჭიქა თაფლი
  • ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი:
თითო ჩაის ჭიქა თაფლში ჩაამატეთ ლიმონის წვენი და ზითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ. ასეთი მარტივი წამლით დავუშალეთ კენჭები ჩემს მეუღლეს, რომელსაც ოპერაციის გაკეთებას უპირებდნენ. ზოგ ავადმყოფს ერთი კურსიც ჰყოფნის, ზოგს კი განმეორება შეიძლება დასჭირდეს - ეს კენჭების შემადგენლობაზე ყოფილა დამოკიდებული.

ექიმის კომენტარი:
ლიმონი უხვად ( 7 % - მდე ) შეიცავს ლიმონმჟავას, მასში, აგრეთვე, ბევრია C ვიტამინი, B ჯგუფის და A,D ვიტამინები, კალიუმის, სპილენძის მარილები. სხვა მიკროელემენტები. ლიმონს სამკურნალოდ - პროფილაქტიკური მიზნით იყენებენ ჰიპოვიტამინოზების, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მინერალური ცვლის დარღვევის, პოდაგრის, რევმატიზმის, შარდ - კენჭოვანი და ნაღევლ - კენჭოვანი დაავადებების დროს. ხალხური მედიცინის რეცეპტებში აღნიშნულია, რომ ლიმონის წვენს აქვს სანაღვლე და საშარდე გზებში გამოლექილი მარილების და კენჭების დაშლის უნარი.
ზეითუნის ზეთი ნაღველმდენი და სანაღვლე გზების გამაფართოებელი ეფექტით ხასიათდება. ამიტომ ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებენ ნაღველ - კენჭოვანი დაავადებების დროს.
თაფლი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აცხრობს ანთებით პროცესს სანაღვლე გზებში, მასაც აქვს ნაღველმდენი ეფექტი.
ამიტომ ამ სამი კომპონენტის კომბინაცია ნაღევლ - კენჭოვანი დაავადების მკურნალობისას მართლაც კარგ შედეგს მოგვცემს, თუმცა დიდი ზომის კენჭების შემთხვევაში რეცეპტის გამოყენება არ შეიძლება - შესაძლოა ამან სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი