ფიბრომიომის მკურნალობა აბზინდით და კიტრის ფოთლებით

საშვილოსნოს ფიბრომიომის დიაგნოზი რომ დამისვეს, შიშმა ამიტანა. საბედნიეროდ, სიმსივნე ადრეულ სტადიაში იყო, გამოჯანმრთელების შანსი ჯერ კიდევ არსებობდა, ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და საბრძოლველად მოვემზადე. ძვირფასო ქალბატონებო, მინდა გაუწყოთ, რომ საშვილოსნოს სიმსივნე საბოლოო განაჩენი არ არის, ხელის ჩაქნევაზე არც კი იფიქროთ. როდესაც მკურნალობა დავიწყე, საკმაოდ ბევრ ქალს დავუახლოვდი, რომელთაც იგივე დიაგნოზი ჰქონდათ - მათი უმეტესობა ოპერაციის შემდეგ უკვე მერამდენე წელია ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. ასე რომ, ნუ ინერვიულებთ და გეგმაზომიერ მკურნალობას შეუდექით.

  • აიღეთ ჩვეულებრივი აბზინდის გამომშრალი ფესვი. 2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. ეს ულუფა უნდა მიიღოთ ყოველდღე, ერთ ჯერზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
    პარალელურად იკეთეთ ვაგინალური გამორეცხვებიც: მოამზადეთ ასეთივე ნახარში და შეავსეთ ლიტრამდე მდუღარე წყლით, საღამოობით, ძილის წინ, ამ ნახარშით გაიკეთეთ გამორეცხვა და დაწექით დასაძინებლად. ასეთი მკურნალობის შემდეგ დაავადება თითქმის წყვეტს პროგრესირებას. ნუ დაკარგავთ იმედს, გახსოვდეთ, რომ რწმენა გამარჯვების საწინადარია.

    ფიბრომიომის მკურალობა კიტრის ფოთლებითაც შეიძლება:

  • 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ყუნწსა და ფოთლებს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე, 5 წუთი გააჩერეთ და გადმოდგით, გააჩერეთ კიდევ 2 საათი და გადაწურეთ. ნაყენი გაყავით სამად, რომ 3 დღე გეყოთ, და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.
    დაახლოებით 1 თვეში ფიბრომიომა შესამჩნევად დაპატარავდა და თუ დაავადება შორს წასული არ არის, 10-12 კვირაში შესაძლოა მთლიანად გაიწოვოს. საზოგადოდ, ფიბრომიომის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ნახევარი წლიდან 3 წლამდე.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა