მცენარეული ნარევი კუჭის წყლულის პირველი წამალია
რამდენიმე წლის წინ დამჩემდა ტკივილი მუცლის არეში, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა, თან ახლდა ღებინების შეგრძნება და გულძმარვა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტკივილები მიმწვავდებოდა. ჩავიტარე გამოკვლევები და კუჭის წყლულის დიაგნოზი დამისვეს. აბა რა მომივიდოდა - წლების განმავლობაში არასწორად ვიკვებებოდი, არც ალკოჰოლსა და თამბაქოსთან ვიყავი მწყრალად. დამინიშნეს მედიკამენტები, რომლებმაც მდგომარეობა შემიმსუბუქა, მომიწესრიგა საჭმლის მონელება და ტკივილებიც შემიწყდა. მაგრამ მუდამ წამლებზე რომ არ ვიქნებოდი? გარდა მათი სიძვირისა, მოსალოდნელი გვერდითი ეფექტებისაც მეშინოდა. ამიტომ მოვიძიე მცენარეული რეცეპტები და ამ საშუალებებით ეფექტებისაც მეშინოდა. ამიტომ მოვიძიე მცენარეული რეცეპტები და ამ საშუალებებით გავაგრძელე მკურნალობა. თავდაპირველად ყველას მინდა ვურჩიო, მოიწესრიგოს კვების რეჟიმი, საკვები მიიღოს ხშირად და მცირე ულუფებით, უარი თქვას ალკოჰოლსა და სიგარეტზე. სამკურნალო ნახარში კი ასე მზადდება:
- აიღეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა, პიტნის ფოთოლი და ცაცხვის ყვავილი, დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააყენეთ 2 საათით. ნახარში გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1 თვეა.
- აიღეთ 1 ჭიქა სტაფილოს წვენი, 1 ჭიქა უმი ჭარხალი, 1 სადილის კოვზი ალოეს წვენი (მცენარე 3 წელზე მეტისა უნდა იყოს), 250 გრამი ნატურალური თაფლი, 2 ჭიქა ღვინო.
ყველა ჩამოთვლილი კომპონენტი უნდა ჩაასხათ მუქ ჭურჭელში და დადგათ 7 დღე ბნელ და ცივ ადგილას. 7 დღის შემდეგ წამალი მზადაა. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. სამი ლიტრი წამლის დალევის შემდეგ 20 დღე შესვენებაა საჭირო, შემდეგ - მკურნალობის კურსი გამეორება და კვლავ 20-დღიანი შესვენება. სულ სამი კურსის ჩატარებაა აუცილებელი. შეტევებს აიშვიათებს და გამწვავებებს შორის პერიოდს ახანგრძლივებს ასეთი რეცეპტით მომზადებული წამალი: - აიღეთ 0,5 ლიტრი ახალი, აუდუღარი თხის ან ძროხის რძე. მოძებნეთ რკინის დიდი ლურსმანი, ცეცხლზე ისე გაახურეთ, რომ გაწითლდეს და ჩააგდეთ რძეში, გააჩერეთ ვიდრე გაცივდება. ასე გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდგომ ეს რძე დალიეთ ერთ ჯერზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს 20 დღის შემდეგ შედეგს თავად დაინახავთ.