ეს საშუალებები ეფექტურად გამოიყენება მიომის და ფიბრომიომის სამკურნალოდ
მიომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე, ხშირად გვხვდება 30 - 50 წლის ასაკის ქალებში. ერთ - ერთ მიზეზს წარმოადგენს საკვერცხის ან ჰიპოფიზის დაზიანება. ხშირად მიომა, დიდი ზომის შემთხვევაშიც კი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ეს დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე. მიომამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა საშვილოსნოდან და სხვადასხვა ხასიათის ტკივილი: ხანგრძლივი, მუდმივი, მუცლის ქვედა ასაკში სიმძიმის შეგრძნება და ა.შ. ხშირად მიომას ახლავს გამონადენი, როგორც წესი წყალივით. ქირურგიული ჩარევის ჩვენებაა: უხვი სისხლდენა საშვილოსნოდან, სიმსივნის სწრაფი ზრდა, საშვილოსნოს ყელის მიომა, სიმსივნური კვანძის გადაგრეხვა, სიმსივნური ქსოვილის ნეკროზი.
ფიბრომა და ფიბრომიომა მიეკუთვნება კეთილთვისებიან სიმსივნეებს ისინი წარმოადგენენ კვანძოვან სიმსივნეს, გარშემო ქსოვილებისაგან კარგად შემოსაზღვრულის. ფიბრომის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ხშირი აბორტები, დაზიანებები, ჭრილობები, ქიმიური კონტრაცეპტივები და სხვა.
სამკურნალო რეცეპტები:
ფიბრომა და ფიბრომიომა მიეკუთვნება კეთილთვისებიან სიმსივნეებს ისინი წარმოადგენენ კვანძოვან სიმსივნეს, გარშემო ქსოვილებისაგან კარგად შემოსაზღვრულის. ფიბრომის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ხშირი აბორტები, დაზიანებები, ჭრილობები, ქიმიური კონტრაცეპტივები და სხვა.
სამკურნალო რეცეპტები:
- საშვილოსნოს მიომის დროს მიიღება კაკლის უღელის ნაყენი. 1 ლიტრიან ქილაში 3/4 - ზე ჩაყარეთ კაკლის უღელი, ქილა ბოლომდე შეავსეთ არყით. დააყენეთ მთელი თვე, ოთახის ტემპერატურაზე. მიიღება 2 ს/კ დილა - საღამოს.
- ყოველ დილით უზმოზე მიიღეთ 1/2 ჭ კარტოფილის წვენი ( უმჯობესია ვარდისფერი კარტოფილი ) 6 თვის განმავლობაში.
- კარტოფილის ყვავილებიდან მოამზადეთ ნაყენი: 1 ს/კ გამშრალ ( ან 2 ს.კ ახალ ) ყვავილებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ თბილ ადგილას 1 სთ გაწურეთ მიიღება 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში.
- 1 ს/კ იორდასალამის დაქუცმაცებულ, მშრალ ძირებს დაასხით 3 ჭ მდუღარე წყალი, დადგით მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში 3 წთ. გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე.
- ამოთხარეთ ორწლიანი ოროვანდის ძირები, გარეცხეთ და გააშრეთ სიბნელეში, დაფქვით, 5 გრ ფხვნილს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, ბნელ ადგილას 12 სთ, გაწურეთ მიიღება 100 მლ 4 - ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში. შეისვენეთ 10 დღე და კურსი გაიმეორეთ. ეს საშუალება ეფექტურია მიომის და ფიბრომიომის დროს.
- საშვილოსნოს მიომის და ფიბრომიომის დროს ტყის მარწყვი ამოთხარეთ, მცენარე ძირებიანად გარეცხეთ. 30 გრ მცენარეს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ გაწურეთ მიიღება 200 მლ 3 - ჯერ დღეში.