დეიდაჩემმა მასწავლა კუჭის წყლულის სამკურნალო არაჩვეულებრივი, მცენარეული რეცეპტები
წლობით მტკიოდა კუჭი. ბოლოს გასტროფიბროსკოპი გადამაყლაპეს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზი დამისვეს.
სად არ მივედი, რით არ ვიმკურნალე... გამუდმებით დიეტაზე ვიყავი, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე გახლდათ. გამოგიტყდებით, ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო - დროდადრო დიეტასაც ვარღვევდი და არც მკურნალობა მიმყავდა ბოლომდე.
დეიდაჩემმა მასწავლა წყლულის სამკურნალო მცენარეული რეცეპტები. მინდა ჩემი ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ.
სად არ მივედი, რით არ ვიმკურნალე... გამუდმებით დიეტაზე ვიყავი, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე გახლდათ. გამოგიტყდებით, ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო - დროდადრო დიეტასაც ვარღვევდი და არც მკურნალობა მიმყავდა ბოლომდე.
დეიდაჩემმა მასწავლა წყლულის სამკურნალო მცენარეული რეცეპტები. მინდა ჩემი ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ.
- აიღეთ 50 გრამი დინდგელი და 0,5 კგ ახალი კარაქი. გაალღვეთ კარაქი ცხელი წყლის აბაზანაში და წამოადუღეთ. დინდგელი დაჭერით წვრილად (შეგიძლიათ, გაყინოთ და წვრილად გახეხოთ). როგორც კი კარაქი დუღილს დაიწყებს, ჩაამატეთ დინდგელი და გადნობამდე ურიეთ ( ამას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება). მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ეს მასა გააცივეთ, გაწურეთ ორფა დოლბანდში, ჩაასხით მინის ქილაში, კარგად გააცივეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ საჩაროზე კოვზით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. როცა გაგითავდებათ, ახალი ულუფა მოამზადეთ და ასე, ვიდრე სულმთლად არ მორჩებით.
- აიღეთ თოთო ჩაის კოვზი გვირილა, პიტნის ფოთოლი და ცაცხვის ყვავილი, დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააყენეთ 2 საათით. ნახარში გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1 თვეა.
კუჭის წყლულით გამოწვეული ტკივილების დროს შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ: - აურიეთ ერთმანეთში 1 წილი სააფთიაქო გვირილა და 1 წილი კრაზანა, აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით სითბოში 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა უზმოზე და ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ, თუ ტკივილმა შეგაწუხათ - ძილის წინაც.
კუჭის ტკივილებს უხდება სელის თესლის ნახარშიც. ხარშეთ სელის თესლი წყალში გასქელებამდე და მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 5-7-ჯერ ჭამის რეჟიმისგან დამოუკიდებლად. 2-3 მიღების შემდეგ ტკივილმა შესაძლოა გაიაროს, მაგრამ არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ სმა კიდევ 4-5 დღე, რათა ტკივილები აღარ განმეორდეს.