ქათმის მკერდის ბუტერბროდები- ბავშვებს სკოლაში, მეუღლეს სამსახურში, როდესაც თვითონ დიეტაზე ვარ , უარს არც მე ვამბობ

ქათმის ფილე რძეში
გთავაზობთ ქათმის ფილეს სწრაფად მომზადების რეცეპტს, ხორცს ქურაზე ჭირდება მხოლოდ ერთი წუთი მომზადება, შემდეგ ვტოვებთ და იგი თვთონ მზადდება, ეს მომგებიანია ყველა დიასახლისისათვის.: საღამოს ჩადგი, დილით მზადაა.
მკერდი გამოდის ძალიან ნაზი და წვნიანი, მისი გამოყენება შეიძლება მთელი დღით, როგორც დიეტური პროდუქტი
ინგრედიენტები
  • ქათმის მკერდი 500გრ
  • რძე 500 მლ.ლ
  • სუნელები ქათმისათვის 2ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი
  1. ქათმის მკერდს გამოაცალეთ ძვალი, გააშრეთ
  2. სუნელები, დაჭყლეტილი ნიორი და წიწაკა აურიეთ ერთმანეთში, თუ ბავშვებისათვის ამზადებთ სუნელებს ნუ გაუკეთებთ
  3. წაუსვით მიღებული ნარევი ქათმის ფილეს. გადააფარეთ ხორცს და დადგით ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე
  4. აადუღეთ რძე ქვაბში
  5. ჩაგდით , ქათმის ფილე ადუღებულ რძეში, აადუღეთ ერთი წუთი.
  6. რძიანი და ხორციანი ქვაბი შეფუთეთ, დადგით 2 საათი ან სრულ გაცივებამდის, 2 საათის შემდეგ ქათმის მკერდი მზადაა.

ასეთი ხორცი ძალიან კარგად მიდის ბუტერბროდებზე და სალათებზე, ხოლო რძისაგან შეგიძლიათ მოამზადოთ არაჩვეულებრივი სოუსი, ჩაატართ ექსპრიმენტი სანელებლებთან და თქვენ გამოგივათ განუმეორებელი გემოს კერძი, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს