ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით
fpaparazzi-ის რედაქცია ქათმის ფილეს მომზადების უგემრიელეს ვერსიას გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი 7 ცალი
  • ქათმის ფილე 3 ცალი
  • დაჭრილი ხახვი 1 თავი
  • არაჟანი და კეტჩუპი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ფილე დაჭერით კუბებად, ხოლო კარტოფილი თანაბარი ზომის ნაჭრებად .
2. ერთმანეთში აურიეთ არაჟანი და კეტჩუპი. ხახვი კი წვრილად დაჭერით და ზეთში მოთუშეთ.
3. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ცეცხლფამძლე ფორმის ძირში მოათავსეთ ხახვი, ზემოდან დაადეთ ქათმის ფილე და კარტოფილი, მოასხით სოუსი.
4. შედგით ღუმელში, 15 წუთის შემდეგ კი მოაყარეთ მარილი და აცხვეთ სანამ მზად არ იქნება.

გემრიელად მიირთვით.