ქათმის წვნიანი სტეიკი - მთელი მაგია განსაკუთრებულ მარინადშია

ქათმის წვნიანი სტეიკი - მთელი მაგია განსაკუთრებულ მარინადშია
Facepaparazzi - ი ქათმის სტეიკის შეწვის ახალ მეთოდს გთავაზობთ. ასე ძალიან წვნიანი და მადისაღმძვრელი სტეიკის შეწვას შეძლებთ

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე-500გ
  • ლიმონის წვენი-2ს.კ
  • ლიმონის ცედრა-2ს.კ
  • ზეითუნის ზეთი- 2 ს.კ
  • ნიორი- 10გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:

1. ქათმის ფილე გაყავით 4 ნაწილად, ოდნავ დაბეგვეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი
2. მოამზადეთ მარინადი: ლიმინის ცედრა და წვენი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
3. მიღებული მარინადი მოასხით ქათმის ხორცს და დატოვეთ 15 წუთით ან დატოვეთ რამდენიმე საათით მაცივრაში.
4. შეწვით მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!