ღუმელში მომზადებული ქათმის ფილე ლიმონის სოუსით - კერძი ნამდვილი გურმანებისთვის
ქათმის ფილეს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ უნივერსალური პროდუქტი. ის ძალიან უხდება როგორც ხილსა და ბოსტნეულს, ისე თაფლსა და იოგურტს. თუ ჯერ არ გაგისინჯავთ ქათმის ფილე ლიმონის წვენით, მაშინ აუცილებლად სცადეთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. მოვამზადოთ სოუსი: გაახურეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ნიორი და ხარშეთ 1 წუთის განმავლობაში.
2. ჩაახეხეთ ლიმონის ცედრა და დაუმატეთ ღვინო, ლიმონის წვენი, ორეგანო, ქონდარი და მარილი.
3. აურიეთ და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.
4. ფორმაში მოათავსეთ ქათმის ფილეს ნაჭრები. ზემოდან წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
5. შემდეგ კი დაჭერით ლიმონი წვრილ ნაჭრებად და დააწყვეთ ფილეს ზემოდან.
6. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30- 40 წუთის განმავლობაში.
7. როდესაც ხორცი დაიბრაწება, გამოიღეთ, გადააფარეთ ფოლგა და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 4 ნაჭერი
- ნიორი 3ს/კ
- მშრალი თეთრი ღვინო 80 მლ
- ორეგანო 0.5 ს/კ
- მარილი გემოვნებით
- ლიმონი 1ცალი
- ეითუნის ზეთი 50 მლ
- ლიმონის წვენი 2ს/კ
- ქონდარი 1 ჩ/კ
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით