დამარინადებული ქათმის ფილე სოუსით ბერძნულ სტილში

დამარინადებული ქათმის ფილე სოუსით ბერძნულ სტილში
fpaparazzi ქათმის მწვადის უგემრიელესი რეცეპტს გთავაზობთ

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე 2 ნაჭერი
  • 3 ს.კ ზეითუნის ზეთი


მარინადისთვის:
  • 1 ლიმონი, ცედრა და მისი წვენი
  • 1 ჩ.კ მშრალი ორეგანო
  • 3ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • ½ ჩ.კ მარილი

მომზადების წესი:
  1. ქათმის ფილე გარეცხეთ და ჩათედ პატარა ჯამში.
  2. მოამზადეთ მარინადი: ერთმანეთში აურიეთ ცედრა და ლიმონის წვენი, ორეგანო, მარილი, ზეითუნის ზეთი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად აურიეთ და დაასხით ქათმის ფილეს ის, რომ ყოველ მხარეს თანაბრად განაწილდეს.
  3. ჯამს დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 1-2 საათით.
  4. ხორცი მაცივრიდან გამოიღეთ მომზადებადმდე 30 წუთით ადრე და დატოვეთ ოთხის ტემპერატურაზე.
  5. ქათმის ფილე შეწვით გრილზე ან ღუმელში 15- 18 წუთის განმავლობაში.
  6. ძალიან უხდება პიურე ან მარცვლოვანის გარნირი.

გემრიელად მიირთვით