ენის სადღესასწაულო ლაბასხმული: უგემრიელესი კერძი რომელიც გახდება შენი მაგიდის სილამაზე

სადღესასწაულო ცივი კერძი იქნება ლამაზად გაფორმებული, გაყინული მწვანე ბარდა გამოიყურება ნათლად და გაზაფხულის სიხასხასით გამოირჩევა, პირდაპირ თვალი რჩებათ მაგიდის გარშემო მჯდომებს, თუ გაყინული ბარდა არ მოგეპოვებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული, გაყინულისაგან განსხვავებით მას ხარშვა არ ჭირდება. პატარა ეშმაკობა: იმისაღვის რომ ბულიონმა მიიღოს ლამაზი ოქროსფერი, 15 წუთით ადრე დაუმატეთ მწიკვით კურკუმა.
ინგრედიენტები
  • ღორის ენა 600გრ
  • ბარდა 50 გრ
  • სტაფილო 1 ც.
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ქინძის თესლი 0,5 ჩაის კოვზი
  • ხახვი 1 ც.
  • ჟელატინი 35 გრ
  • მარილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი 1-2 ც.
  • წყალი 2 ლ.


მომზადების წესი
  1. ღორის ენა გარეცხეთ, ჩადგით ქვაბში, დაუმატეთ სტაფილო, ხახვი, დაფნის ფოთოლი, ქინძი, მარილი გემოვნებით, დაასხით წყალი, რომ ადუღდება მის შემდეგ ხარშეთ 1,5 ნახევარი.
  2. სხვა ქვაბში მოხარშეთ გაყინული ბარდა, რომ მოიხარშება გადაიტანეთ საწურზე
  3. ენა გადმოიღეთ ქვაბიდან და მოათავსეთ ცივ წყალში, გააცალეთ ზედა უხეში კანი.
  4. 1 ჭიქა ბულიონს დააყარეთ ჟელატინი და დადგით სანამ არ გაფუვდება, გაწურეთ ბულიონი და დაუმატეთ გაფუებული ჟელატინი, ოდნავ შეაგრილეთ. მოურიეთ ისე რომ ჟელატინი სრულად გაიხსნას
  5. ღრმა ჭურჭელში გადმოიღეთ ნახევარი ჟელატინიანი ბულიონი დაშედგით მაცივარში
  6. დაჭერით ენა თხლად, სტაფილო მოგრძო ნაჭრებად ან ვარსკვლავისებურად, გამოიღეთ მაცივრიდან შეციებული ბულიონი გადაანაწილეთ ზემოდან ენის ფირფიტები, დაჭრილი სტაფილო, ბარდა, მოაყარეთ წიწაკა გემოვნებით, დაუმატეთ მორჩენილი ბულიონი, შედგით მაცივარში საბოლოო გაციებამდე.



კერძის მირთმევის დროს გირჩევთ ენის ლაბა-სხმული ამოატრიალოთ ლანგარზე რომ უფრო პრიალა გამოჩნდეს, უკეთესი შედეგი რომ გვქონდეს ლანგარი მოათავსეთ რამოდენიმე წამით ცხელ წყალში, მიირთვით გემრიელად!