სუპ ხარჩო- ტრადიციული ცხელი კერძი საქონლის ხორცით

სუპ ხარჩო- ტრადიციული ცხელი კერძი საქონლის ხორცით
მომზდების დრო 2,30წთ, პორციების რაოდენობა- 10, მომზადების სირთულე- საშუალო

საჭირო მასალა:
  • საქონლის რბილი ხორცი- 700გ
  • ბაზილიკი- 2-3 ღერი
  • 3 თავი ხახვი
  • შაქარი- 2ს.კ
  • წიწაკის მარცვლები- 0,5 ს.კ
  • დაფნის ფოთოლი- 4ცალი
  • ოხრახუში- 50გ
  • პომიდორი- 200გ
  • მწვანე წიწაკა- 1 ცალი
  • ტყემალი- 4ს.კ
  • ბრინჯი- 5ს.კ
  • მწარე წითელი წიწაკა- 1 ცალი
  • ხმელი სუნელი- 1ს.კ
  • მწვანე ხახვი- 1 კონა
  • ქინძი- 2-3 ღერი
  • სტაფილო- 2ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • ნიორი- 4-5- კბილი


მომზადების წესი:
  1. მოამზადეთ ბულიონი. ხორცი კარგად გარეცხეთ, დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 2 ლ ცივი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხადეთ ქაფი.
  2. მწვანილი და სტაფილო გარეცხეთ. სტაფილო და 1 თავი ხახვი წვრილად დაჭერით დაუმატეთ ხორცს და ხარშეთ 1.5 სთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი და წიწაკა.
  3. ხორცი გადაიტანეთ ცალკე ქვაბში.
  4. პომიდორი გარეცხეთ, მოაცილეთ კანი და გახეხეთ. დარჩენილი ხახვი წვრილად დაჭერით. დაუმატეთ ბოსტნეული ბულიონს და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
  5. ბრინჯი კარგად გარეცხეთ. დაუმატეთ წვნიანს ტყემალთან და ხმელ სუნელთან ერთად. ხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  6. ყველა მწვანილი კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაჭყლეტილ ნიორთან და შაქართან ერთად დაუმატეთ წვნიანს. გემრიელად მიირთვით.