ბარდის გემრიელი და ნოყიერი ფაფა

ბარდის  გემრიელი და ნოყიერი ფაფა
მომზადების დრო: 2.30 წთ, პორციების რაოდენობა-2, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 632 კკ-ია.

საჭირო მასალა:

  • მცენარეული ზეთი: 4 ს.კ
  • 1 ჭიქა მშრალი ბარდა
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბარდა გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი და რამდენიმე საათით გააჩერეთ. დაწურეთ თუშფალანგზე.
  2. შემდეგ კი დაასხით ცივი წყალი (ისე რომ ბარდა დაიფაროს) და დადგით ცეცხლზე.
  3. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ მარილი გემოვნებით. შემდეგ კი ჩაუწიეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ბოლომდე არ მოიხარშება.
  4. ხახვი გაარჩიეთ, წვრილად დაჭერით და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოთუშულ ხახვს ტაფაზევე დაუმატეთ მოხარშული ბარდა და თუშეთ ერთად დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.