თირკმლის ყველა სახის კენჭის დროს ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდეგ მცენარეულ საშუალებებს

თირკმლის  ყველა სახის  კენჭის დროს  ხალხური მედიცინა  გვთავაზობს  შემდეგ მცენარეულ საშუალებებს
თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასმა შეტევათა შორის პერიოდში რთულია. მკურნალობა მდგომარეობს კენჭების მოშორებასა და მასთან დაკავშირებული ანთებითი მოვლენების აღმოფხვრაში. ამას შეიძლება მივაღწიოთ ხალხური მედიცინის მეთოდების დროულად და სწორად გამოყენებით.
ურატების გამოვლინების დროს, ავადმყოფის რაციონიდან უნდა გამოირიცხოს შემწვარი ხორცი, თირკმელი, ღვიძლი, ფრინველის ხორცი, ყველი, ისპანახი, სალათა, ბოლოკი, ასევე მჟავე წვენები, მარინადები, სანელებლები. ურატებისგან თავის დაღწევაში დაგვეხმარება ისეთი მცენარეები, როგორიცაა წითელი მოცვი, ტყის მარწყვი, ნიახური, გოგრა, საზამთრო.

რეცეპტები თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს:
  • ოხრახუშის მაგარ ნაყენს სვამენ ნორმის გარეშე თირკმლების, შარდის ბუშტში, ღვიძლში კენჭების არსებობისას.

  • ავიღოთ 2 ს/კ ოხრახუშის დაქუცმაცებული ძირები; დავასხათ 0,5 ლ მდუღარე. დავაყენოთ თავდახურულ ჭურჭელში 3 - 4 სთ. გავწუროთ. მივიღოთ ორ - ორი ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 15 - 20 წთ - ით ადრე.
    ყურადღება! - ნეფრიტის დროს ოხრახუშის და მისი პრეპარატების შინაგანი გამოყენება უკუნაჩვენებია.

  • ავიღოთ 2 ს/კ დაქუცმაცებული ღორის ბირკა ( ბალახი ), დავასხათ 0,5 ლ მდუღარე, დავაყენოთ თერმოსში 2 - 3 სთ. გავწუროთ. მივიღოთ 1/4 ჭიქა - 2 - 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 სთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი - 2 კვირა.

  • ავიღოთ 1 ჭიქა დანაყილი ნიორი, 1 ჭიქა სამედიცინო სპირტი, 1 ჭიქა ახალგაზრდა აყვავებული მზესუმზირა ( ქუდი ავიღოთ მთლიანად, არ გავაცალკევოთ მარცვლებისა და ფოთლებისგან ), 1 ჭიქა თაფლი, 1 ჭიქა ალოეს წვენი. ავურიოთ, გადავიტანოთ ქილაში და 12 დღე დავგათ ბნელ, თბილ ადგილას, მივიღოთ თითო ს/კ უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. ვღეჭოთ, როგორც კევი, შემდეგ გადმოვაფურთხოთ.

  • თირკმლის კენჭების, თირკმლის ქრონიკული დაავადებების, ურემიის, ალბუმინურიის, შარდმჟავა დიათეზის, შარდში ცილის დიდი შემცველობის დროს: ავიღოთ 2 ჩ/კ ოქროწკეპლას მცენარე. დავასხათ 1 ჭიქა გაგრილებული, ანადუღარი წყალი, დავაყენოთ 4 სთ. დახურულ ჭურჭელში, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 1/4 ჭიქა ჭამამდე, 4 - ჯერ დღეში. ერთი თვის შემდეგ საექიმო შემოწმება ( ულტრაბგერითი გამოკვლევა, შარდის ანალიზი ) გვიჩვენებს, აუცილებელია თუ არა მეორე კურსი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი