მტკივნეული შარდვის და შარდის შეკავების სამკურნალოდ გამოიყენეთ ხალხური საშუალებები
შარდის ბუშტში შარდის გამოყოფის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს შარდსაწვეთის დახშობა კენჭით, სიმსივნით, დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, ან ცხელებითი მდგომარეობები.
შარდის წარმოქმნის შეწყვეტის დროს, რომელის შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელების სისხლის მომარაგების შეწყვეტით ( თირკმლის არტერიის დახშობა ან გორგლების დაბინძურება ქსოვილთა დაშლის პროდუქტებით, რომლებიც სისხლში ხვდებიან ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს ), ან თირკმელების სტრუქტურის დარღვევით ( მაგალითად, მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლისას ), მიმართავენ სისხლის გაწმენდას ხელოვნური თირკმლის დახმარებით ან აკეთებენ დონორის თირკმლის გადანერგვას.
ხალხური რეცეპტები:

- ვსვათ რამდენიმეჯერ დღეში ჭიქით სტაფილოს წვენი.
- ავიღოთ ვალერიანის ძირები და ბარამბოს ფოთლები 20 - 20 გრამი, ბატის მარწყვა - ბალახი და ტეგანის ბალახი -30 - 30 გრამი. ნარევის 2 ს.კ დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 2 სთ, გავწუროთ. ვსვათ 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ, თითოეულ მიღებაზე 3/4 ჭიქა. ნაყენი მივიღოთ თბილი სახით. მკურნალობის კურსი 40 დღე. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გავიმეოროთ.
- მტკივნეული შარდვის დროს დავაყენოთ ფხვნილის სახით კიტრის თესლი და 2 ჩ/კ დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავდგათ ნელ ცეცხლზე 15 წთ, დავაყენოთ 30 წთ, გავწუროთ. ვსვათ 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.
- მტკივნეული შარდვის დროს: 1 წილ დაქუცმაცებულ ტუხტის ძირებს დავასხათ 20 წილი ცივი წყალი, დავაყენოთ 2 სთ, გავწუროთ. სხვა ხერხი: დავასხათ არასავსე ჭიქა მდუღარე 1 ჩ/კ ტუხტის დაქუცმაცებული ძირებს და დავდგათ ნელ ცეცხლზე 7 წთ. ვსვათ თითო ს/კ ყოველ 2 საათში.
- შარდგამყოფ არხში ტკივილების დროს: 1 ს/კ ცაცხვის ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, ვადუღოთ წყლის აბაზანაზე 15 წთ, დავაყენოთ 2 სთ, გავწუროთ. ვსვათ 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.
- როგორც შარდმდენი საშუალება, ვსვათ ღვიის ნაყოფის ნახარში: დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 20 გრ ნაყოფს, დავაყენოთ 30 წთ. მივიღოთ 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.