ინსულტის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდეგ სამკურნალო საშუალებებს

ინსულტის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდეგ სამკურნალო საშუალებებს
ინსულტი - ეს უეცრად განვითარებული ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, იგი ყველაზე ხშირად წარმოიშობა ჰიპერტონიული დაავადებისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის ფონზე, ასევე ანევრიზმებისა და თავის ტვინის სისხლძარღვების სხვა ანომალიების დროს.
ყველა ინსულტი შეიძლება დავყოთ 2 სახეობად - ჰემორაგიულ (ტვინში სისხლჩაქცევა გარსების ქვეშაა ) და იშემიურ (ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზი, ტვინის სისხლძარღვთა იშემიური დარბილება და სხვა ) ინსულტებად.

როდესაც მწვავე მოვლენები გაივლის, დამბლების სამკურნალოდ ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:

რეცეპტები
  • პიონის (იორდასალამის) ძირები 1 ჩ/კ გამხმარი ძირები დავაქუცმაცოთ და დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე. დავაყენოთ სითბოში 1 სთ, შემდეგ გავწუროთ, მივიღოთ თითო ს/კ 4 - 5- ჯერ დღეში.

  • პიონის ძირების სპირტიანი ნაყენი. 1ჩ/კ გამხმარ, დაქუცმაცებულ ძირებს დავასხათ 300 მლ არაყი და დავაყენოთ თბილ ადგილას 7 დღე. გავწუროთ, მივიღოთ 25 - 25 წვეთი 3 - ჯერ დღეში.

  • დაფნის ზეთი. 30 გრ დაფნის ფოთოლს დავასხათ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და დავაყენოთ (შევანჯღრიოთ ყოველდღე) 2 თვის განმავლობაში თბილ ადგილას. გავწუროთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ყოველდღე შევიზილოთ პარალიზებულ ადგილებში.

  • გავაკეთოთ მალამო: დაფნის ფოთოლი - 6 წილი, ღვიის წიწვები (ან სოჭის, ფიჭვის, ნაძვის ) - 1 წილი, კარაქი - 12 წილი. შევიზილოთ პარალიზებულ ადგილებში 2 - ჯერ დღეში.

  • დიდგულას ნაყოფი (კენკრა). სვამენ ჩაისთან ან ჩაის მაგივრად.

  • მწვანე ჩაი. სწორად დაყენებული მწანე ჩაი კარგ ეფექტს იძლევა ინსულტგადატანილ ავადმყოფებში. მწვანე ჩაის მიღებისას ვაკონტროლოთ წნევა!

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი