უმკურნალეთ მარტივი საშუალებებით შარდის ბუშტის გაღიზიანებას

უმკურნალეთ მარტივი საშუალებებით შარდის ბუშტის გაღიზიანებას
ხშირი შარდვის დროს უნდა გამოირიცხოს საკვებიდან: ნიახური, საზამთრო, მწიფე ყურძენი, სატაცური. უნდა შეიზღუდოს მიღებული სითხის რაოდენობა. ვეცადოთ არ მივიღოთ სითხე ძილის წინ. აუცილებელია წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურები დილით და საღამოთი.

რეცეპტები:
  • შარდის ბუშტის გაღიზიანებისა და მტკივნეული სპაზმების დროს ვსვათ 3 - 4 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, მცირე ყლუპებით, სვიის გირჩების თბილი ნაყენი: 1 ს/კ გირჩებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 5 წთ, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. ნაყენის მიღება ხანგრძლივად, თითო ს/კ 2 - 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე, კურნავს ცისტიტს.

  • შარდის შეუკავებლობის დროს ვსვათ 2 - 2 ფინჯანი დღეში კრაზანასა და ასისთავას ბალახის ნახარში: ავიღოთ ხმელი ბალახი თანაბარი რაოდენობით. ნაკრების 1 ჩ/კ (თავდადგმულს) დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 1 ფინჯანი ერთ მიღებაზე.

  • მივიღოთ 3 - 4 -ჯერ დღეში დანის წვერით მრავალძარღვას თესლის ფხვნილი.

  • ავიღოთ 40 გრ სამკურნალო სალბის ბალახი, დავასხათ 1ლ მდუღარე, შევფუთოთ და დავაყენოთ 2 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 100 - 200 მლ ერთ მიღებაზე, 3 - ჯერ დღეში.

  • შარდის შეუკავებლობისა და საშარდე გზების ანთებითი დაავადებების დროს მივიღოთ სამკურნალო ტუხტის ძირების ნაყენი: 6 გრ გამხმარი ძირები დავფხვნათ და დავასხათ ცივი, ანადუღარი წყალი. დავაყენოთ 8 საათი. მივიღოთ 100 - 100 მლ 3 -ჯერ დღეში.

  • ავიღოთ ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი 4 ს/კ და 1 ს/კ ხახამას ნაყოფი. ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 30 წთ - ის განმავლობაში 1 ლ წყალში. ცეცხლიდან გადმოდგის წინ დავუმატოთ 2 ს/კ ასკილის ყვავილი, მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და გავწუროთ. ვსვათ ცივი ნახარში თითო ჭიქა 2 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი