ქრონიკული ნეფრიტის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

ქრონიკული ნეფრიტის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით
ნეფრიტი თირკმლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის დაცვითი იმუნური რეაქციის არასწორ მიმდინარეობასთან. თავდაპირველად არსებობს ინფექციური კერა, უმეტეს შემთხვევაში ხახის ან ნუშისებრი ჯირკვლების ანთება, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკით. ორგანიზმი გამოიმუშავებს ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. ზოგჯერ ანტისხეულების შექმნის პროცესი შეცვილია და ისინი არასწორად იწყებენ მოქმედებას - აზიანებენ საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებს, კერძოდ თირკმელებს. ასე ყალიბდება ნეფრიტი.

მედიკამენტური მკურნალობის და კვების ფონზე, როგორც დამხმარე საშუალებას, ფიტოთერაპიას მიმართავენ, რომელსაც გააჩნია შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე, წარმოადგენს ვიტამინების ( ასკორბინის მჟავა, და ჯგუფის ვიტამინები ) დამატებით წყაროს.

ხალხური საშუალებები ქრონიკული ნეფრიტის სამკურნალოდ:

ქრონიკული ნეფრიტის დროს ხალხური მედიცინა გირჩევთ 1 - 2 წლის განმავლობაში დალიოთ გარეული ვაშლის ნაყენი - პირველი სამი თვე 1 ჩ/ჭ 2 - 3 - ჯერ დღეში, შემდეგ 1 ჩ/ჭ 1 - 2 - ჯერ დღეში.

რეჰანის ბალახების ნაყენი - 10 გრ 200 მლ მდუღარე წყალზე, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ჭამამდე 4 - ჯერ დღეში პიელონეფრიტის, პიელიტის, ნეფრიტის, ცისტიტის დროს.

კიტრისუნას ბალახის და ყვავილი ნაყენი - 2 ს/კ ნედლეულს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, მოათავსეთ კარგად დახურულ ჭურჭელში 5 საათით, გაწურეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი, მიიღეთ 1 ს/კ, 5 - 6 - ჯერ დღეში ქრონიკული ნეფრიტის, შეშუპების სამკურნალოდ.
სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა