თირკმლის ანთებითი დაავადებების მკუნალობა ბუნებრივი საშუალებებით

თირკმლის  ანთებითი დაავადებების მკუნალობა ბუნებრივი საშუალებებით
ნეფრიტი მიეკუთვნება თირკმლის ანთებითი დაავადებების ერთ - ერთ გავრცელებულ ფორმას. თირკმლის ანთებას, რომელიც მიმდინარეობს გორგლოვანი სისხლძარღვების უპირატესი დაზიანებით, მივყავართ ნეფრიტამდე.
ნეფრიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ნეფრიტი უფრო ხშირად ვითარდება ანგინის ან ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების, სტრეპტოკოკით გამოწვეული ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, ფილტვების ანთების, დიფთერიის, მუცლის ტიფის და სხვათა გადატანის შემდეგ.
თირკმლის ამ დაავადების წარმოშობაში მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება გაციებას. გაციების დროს ხდება თირკმლის სისხლძარღვების რეფლექტორული შევიწროება, რის შედეგადაც ირღვევა თირკმლის ქსოვილის ნორმალური კვება. თუ ორგანიზმის იმუნური სისტემა დარღვეულია, მაშინ ძნელი არაა იმის გაგება, რომ დაავადება სწრაფად განვითარდება დაუცველ და დასუსტებულ ორგანიზმში.

რეცეპტები:
  • თირკმლის და ღვიძლის ანთებითი დაავადებების დროს: სახეხზე გავხეხოთ შავი ბოლოკი, გამოვწუროთ წვენი მარლით, ავურიოთ იგი თაფლში ( ერთი ლიტრი წვენი 300 გრ თაფლზე ), ვსვათ ორ - ორი ს/კ ჭამი წინ და ღამით.

  • თირკმელების ანთების დროს რეკომენდებულია შარდმდენი საშუალებების მიღება: ჩაი ლიმონით და ბარამბოთი, ცაცხვის ყვავილისა და მინდვრის შვიტას ჩაი. ასეთი ჩაი ხელს უწყობს თირკმელების გასუფთავებას და დაგროვილი მავნე ნივთიერებების, მარილების, სილის გამოდევნას.

  • საშუალო სიდიდის გოგრას მოვაჭრათ ზედა ნაწილი, ამოვიღოთ თესლი და რბილობის ბოჭკოვანი ნაწილი. მოვამზადოთ ნარევი 0,25 ლ მცენარეული ზეთისა და 250 გრ შაქრის ფხვნილისაგან, გულმოდგინედ ავურიოთ და ჩავასხათ გოგრაში. დავაფაროთ მოჭრილი ზედა ნაწილი (წვერო) და შევწვათ გაზქურაში, შემდეგ გავასუფთავოთ ქერქისგან და ყველაფერი ეს გულმოდგინედ მოვსრისოთ. მიღებული ფაფა მივიღოთ ნეფრიტის დროს თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ. შევინახოთ მაცივარში.

  • თირკმლის დაავადებების დროს აუცილებელია რაციონში ჩავრთოთ ბაბუაწვერას ფოთლები. ფოთლები უნდა შევაგროვოთ მაის - ივნისში(ყვავილობამდე).

  • ავიღოთ 100 გრ არყის ხის გაზაფხულის ნორჩი ფოთლები, დავაქუცმაცოთ და დავასხათ 2 ჭიქა თბილი, ადუღებული წყალი, დავაყენოთ 6 სთ, გავწუროთ, შემდეგ ნარჩენი გამოვწუროთ და მივიღოთ 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი