ხალხური საშუალებები, რომლებიც შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას ტოქსიკოზის დროს.

ხალხური საშუალებები, რომლებიც  შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას  ტოქსიკოზის დროს.
ორსულთა ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება. ის უშუალოდ ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული, სისხლძარღვოვანი და იმუნოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტოქსიკოზი ორსულობაზე ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქციაა.

ამ მდგომარეობის შემსუბუქებაში ხალხური რჩევები დაგეხმარებათ:
  • თუ ტოქსიკოზი ძლიერია, საკმარისია ტუჩები დაისველოთ შემდეგი ნარევით: 0,5 ჩ/კ მუხის ქერქის ფხვნილს, ან 2 ჩ/კ ლიმონის წვენისა და 200 გრ წყლის ნარევი.

  • 3 - ჯერ დღეში ფეხმძიმემ უნდა დალიოს ფარსმანდუკის ბალახის ნაყენი - 2 ს/კ. დააქუცმაცებულ ყვავილებიან ბალახს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, გააჩერეთ 2 სთ, მიიღეთ 2 ს/კ ჭამის შემდეგ.

  • ღებინების დროს ქალს დაალევინეთ ( სანამ საწოლიდან წამოდგება ) ჭვავის ყავა, ან გვირილის ყვავილის ნაყენი. კარგი ეფექტი აქვს ჩაის ბარამბოთი და 1 - 2 ს/კ ლიმონის, ან ფორთოხლის, წვენით. საერთოდ ტოქსიკოზის დროს სითხის მიღება უნდა შეზღუდოთ და დალიოთ ცივი სასმელები. საკვები კი ძირითადად ვეგეტარიანული უნდა იყოს.

  • ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებიდან ტოქსიკოზის დროს ხალხური მედიცინა შემდეგს გთავაზობთ: 5 გრ ნიუკას დაასხით 200 გრ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააცივეთ. 10 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • აიღეთ 20 გრ ლიმონის ფოთოლი და ამდენივე ბარამბოს ფოთოლი, დააქუცმაცეთ. 1 ს.კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ხარშეთ 30 წამის განმავლობაში. გაწურეთ. მიიღეთ 50 გრ 4 - 5 - ჯერ დღეში.

  • ყვითელთავთავას ბალახის ნაყენს იყენებენ ფეხმძიმობის პირველ ნახევარში ტოქსიკოზის დროს. 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ, ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ კარგად დახურულ ჭურჭელში 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - 4 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა