რომელი მცენარეული საშუალებები უნდა მიიღოთ თუ არითმია გაწუხებთ
არითმია, გულის შეკუმშვათა რიტმულობის დარღვევაა, ვითარდება მაშინ, როდესაც გულში ირღვევა ელექტრული იმპულსების წარმოქმნა და გულის შეკუმშვის კოორდინაცია. ამის შედეგად გულისცემა ჩქარდება, ნელდება ან არარეგულარული ხდება. არითმიისას ადამიანი გრძნობს გულის “ფართხალს”, აჩქარებას. მიუხედავად ამისა, არითმია შესაძლოა სულაც არ იყოს სიცოცხლისათვის საშიში, თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მისი ზოგიერთი ფორმა საკმაოდ სახიფათოა. მკურნალობის შედეგად არითმია უმეტესად უკუვითარდება ან ნაკლებად შემაწუხებელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არითმია ხშირად გულის დაავადებითაა გამოწვეული, სათანადო მკურნალობითა და ცხოვრების წესით შესაძლებელია მისი სიმპტომების და, საზოგადოდ, არითმიასთან დაკავშირებული რისკის შემცირება.
- გულის არითმიის დროს მიიღეთ ფარსმანდუკის წვენი 20 - 30 წვეთი ერთ ჯერზე 20 -25 ტეგანის წვენთან და ღვინოსთან ერთად.
- გულის დაავადებების და არითმიის დროს მიიღეთ კუნელის ყვავილის და ფოთლის ნახარში: 1 ს/კ ნედლეულს დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- ნერვულ ნიადაგზე გაძლიერებული გულისცემის დროს გახეხეთ 0,5 კგ ლიმონი, შეურიეთ 0,5 კგ თაფლი და გარგარის 20 ცალი დანაყილი მარცვალი. მიიღეთ 1 ს/კ დილით და საღამოს, ჭამამდე.
- გულის შეკუმშვების რიტმის შესამცირებლად, სისხლის მიმოქცევის დასაჩქარებლად და გულის კუნთის ტონუსის მოსამატებლად ( გულის კუნთის პროგრესირებადი დისტროფიის დროს ): 2 წილ სელიჭას ბალახს დაასხით 10 წილი არაყი ( არაყზე ბალახი უნდა გააჩეროთ ორჯერ მეტ ხანს, ვიდრე სპირტზე ), გააჩერეთ 21 დღის განმავლობაში. მიიღეთ ნორმალური და მომატებული წნევის დროს 30 - 40 წვეთი, ჰიპერტონიის დროს - 1 - 2 ჩ/კ, დააყოლეთ წყალი ყლუპობით, 3 - 4 კვირის განმავლობაში.
- ტაქიკარდიის დროს დაგეხმარებათ ყვითელი ცხვირისსატეხელას ბალახის ნახარში. 1 ჩ/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 3 წთ, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, 2 -3 კვირის განმავლობაში.
- ნევროზის და გაძლიერებული გულისცემის დროს 1 ს/კ სატაცურის დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 წთ. ცხელ ნახარშს დაუმატეთ 1 - 2 ჩ/კ სატაცურის ხმელი ბალახი, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ. მიიღეთ 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 4 კვირის განმავლობაში.