ეფექტური მცენარეული საშუალებები, რომლებიც შეშუპების საწინააღმდეგოდ გამოიყენება!
შეშუპება ჰიპერჰიდრატაციის შედეგად განვითარებული პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც არასისხლძაღვოვან სექტორებში: უჯრედებში, უჯრედშორის არეებსა და თავისუფალ ღრუებში - საგრძნობლად იმატებს სითხის შემცველობა. ის წყალმარილოვანი ცვლის მოშლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
შეშუპების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ხალხური საშუალებები:
შეშუპების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ხალხური საშუალებები:
- შეშუპებას უხდება თეთრი არყის ხის ფოთლების ნაყენი, რომელსაც ჩინებული შარდმდენი ეფექტი აქვს: აიღეთ 1 - 2 ს/კ გამომშრალი, დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში 1 - 2 საათით დატოვეთ. მიიღეთ 1/2 - 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3 - 5 - ჯერ, ჭამამდე.
- გულისა და თირკმლისმიერი შეშუპების დროს კარგია ოხრახუშის ნაყენი: 1 ს/კ ოხრახუშს (ძირებიანად) დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 8 - 10 საათით დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში. მიიღეთ დღის განმავლობაში თითო სუფრის კოვზი. ეს ნაყენი, როგორც შარდმდენი საშუალება, ეფექტურია წინამდებარე ჯირკვლის ანთებისა და წყალმანკის დროსაც.
- შეშუპების, შარდის ბუშტის ანთების, შარდკენჭოვანი დაავადების დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს დათვის კენკრის ნაყენს, რომელსაც შარდმდენი, ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი მოქმედება აქვს: აიღეთ 1 ს/კ გამომშრალი და დაქუცმაცებული დათვის კენკრა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათით გააჩერეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3 - 4 - ჯერ, ჭამამდე.
უკურეაქცია: შესაძლოა, გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება და ღებინებაც კი. - გულისმიერი შეშუპების დროს კარგია სიმინდის ულვაშის თაფლიანი ნაყენი, რომელიც შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა: აიღეთ 1 - 2 ს/კ დაქუცმაცებული, გამომშრალი სიმინდის ულვაში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 - 3 საათით ასე დატოვეთ. შემდეგ გაფილტრეთ, დაამატეთ 1 - 2 ს/კ თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 - 3 ს/კ 2 - 3 საათში ერთხელ.
- თირკმლის ჩაი რეკომენდებულია ნებისმიერი წარმოშობის შეშუპების დროს: 1 - 2 ჩ/კ ბალახს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათით დააყენეთ. მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა, თბილი, დღეში 3 - 4 - ჯერ, ჭამის წინ.