ართრიტის და ართროზის სამკურნალო ხალხური საშუალებები
ართრიტი გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სახსრის ტკივილსა და ანთებას იწვევს. ართრიტის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.
ართრიტის და ართროზის სამკურნალო საშუალებები:
ართრიტის და ართროზის სამკურნალო საშუალებები:
- რაც შეიძლება, ხშირად მიიღეთ ხურტკმელას კენკრა.
- 2 ჩ/კ წითელი მოცვის ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 - 7 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და მუდმივად მიიღეთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი - 2 - 3 თვე.
- 1 ს/კ დაფნის ფოთოლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წთ დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ თერმოსში 8 სთ. და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ- ით ადრე. მკურნალობის კურსი -3 კვირა.
- 40 გრ ფითრის ნორჩ კვირტს ფოთლებიანად, ან კენკრიანად, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. მიიღეთ 1 ს/კ 3 -4 -ჯერ დღეში.
- 2 ს/კ ფურისულას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - 4- ჯერ დღეში. ფურისულას ნედლი ბალახი შეგიძლიათ გამოიყენოთ 1/3 - 1/2 ჩ/ჭ 4 - ჯერ დღეში.
- 20 გრ ნაღველას ფესვს დაასხით 1 ლ წყალი. ხარშეთ 30 წთ, გააცივეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- 1 ჩ/კ ოშოშას ნედლ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ თბილი ნაყენი 2 - 3 - ჯერ დღეში.