ქათმის რულეტები ქუნჯუთით - კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

ქათმის რულეტები ქუნჯუთით - კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!
კერძის მომზადება უკვე კარგა ხანია რუტინად აღარ ითვლება და ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად იქცა. ქათმის რულეტი, სწორედ მათ რიცხვშია.

საჭირო მასალა:

  • ფენოვანი ცომი 500გ
  • ქუნჯუთი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • ქათმის ფილე 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე გაჭერით სიბრტყეზე, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
2. ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ქათმის ფილეები.
3. გადაახვიეთ მჭიდროდ და დაჭერით 1,5 სმ სისქის ნაჭრებად.
4. თითოეული რულეტი ამოვლეთ ქუნჯუთში და დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
5. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე და აცხვეთ რულეტი 40- 45 წუთის განმავლობაში.
6. რულეტი რომ არ გამოშრეს ქვემოთ დაუდგით წყლიანი ცეცხლგამძლე ჭურჭელი.

გემრიელად მიირთვით!