ქათმის რულეტი-ლაბა

ქათმის რულეტი-ლაბა
fpaparazzi საახლწლოდ გემრიელი და ლამაზი კერძის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე 800 გ
  • ნიორი 3 კბილი
  • სტაფილო 1 ცალი
  • სწრაფადხსნადი ჟელატინი 1 შეკვრა (15 გ)
  • მარილი 10 გ
  • დაფქული პილპილი 1 გ
  • სალათის ფოთლები 2 ცალი


მომზადების წესი:
  1. ჟელატინი გახსენით 100 მლ წყალში, შეათბეთ რამდენიმე წამი (არ აადუღოთ), და გააგრილეთ.
  2. ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად. წვრილად დაჭერით ან გახეხეთ სტაფილო და ნიორი.
  3. ერთმანეთში აურიეთ ხორცი, სტაფილო, ნიორი, მარილი და პილპლილი. კარგად აურიეთ.
  4. ჩადეთ მიღებული მასა ღუმელის სპეციალურ პაკეტში და გაუკარით ცალი მხარე.
  5. მოათავსეთ პაკეტი ცეცხლგამძლე ღრმა ფორმაში, ჩაასხით ჟელატინი და მოუკარით მეორე მხარეც.
  6. გააკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი ნემსით, ორთქლის გამოსასვლელად.
  7. შეანჯღრიეთ და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.
  8. შემდეგ გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ რულეტი იქვე გასაცივებლად.
  9. შემდეგ მოხსენით პაკეტი და მოათავსეთ მზა რულეტი სალათის ფოთლებზე და დაჭერით.


გემრიელად მიირთვით!