პროდუქტების მინიმალური არჩევანი და ულამაზესი კერძი! კვერცხი და ქათამი - ეს მარადიული შეხამებაა!

პროდუქტების მინიმალური არჩევანი და ულამაზესი კერძი! კვერცხი და ქათამი - ეს მარადიული შეხამებაა!
fpaparazzi მარტივი, მაგრამ მდიდრული კერძის რეცეპტს გთავაზობთ. გირჩევთ, რამდენიმე ასეთ რულეტი გააკეთოთ: ძალიან გემრიელი გამოვა და ყველას არ ეყოფა!

საჭირო მასალა 1 რულეტისთვის:

  • 1 ქათმის ფილე
  • 2 ფირფიტა ბეკონი
  • 2 ფირფიტა მოხარშული ლორი
  • 2 ნაჭერი ყველი
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 1 თავი ხახვი
  • ზეთი
  • 200 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • მარილი გემოვნებით
  • სანალებლები გამოვნებით (როზმარინის ფოთლები, პაპრიკა)


მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილე დადეთ სწორ ზედაპირზე, გადააფარეთ პარკი და ოდნავ დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და სასურველი სანელებლები.

  2. ზემოდან დაადეთ ბეკონის ფირფიტები, შემდეგ კი დაადეთ ყველის ნაჭერი და მოხარშული ლორის ფირფიტა.

  3. ცენტრში მოათავსეთ 2 ცალი მოხარშული კვერცხი და გადაახვიეთ რულეტი ისე, რომ კიდეები ხელით გეჭიროთ. შემოახვიეთ რულეტს მსხვილი ძაფი.


  4. დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად და გადაიტანეთ ცხიმოსხმულ გამოსაცხობ ფორმაზე. ხახვის ბალიშზე მოათავსეთ რულეტი და მოასხით ღვინო.

  5. შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. პერიოდულად ასხით თავისივე გამოყოფილი წვენი.


გემრიელად მიირთვით!