თუ ლამაზი და მკვრივი სახის კანი გსურთ, აუცილებლად გაიკეთეთ ეს ნიღაბი!

თუ ლამაზი და მკვრივი სახის კანი გსურთ, აუცილებლად გაიკეთეთ ეს ნიღაბი!
სტაფილოს ნიღბის დადება კარგ შედეგს იძლევა სახის კანის გასამკვრივებლად და გასახალისებლად.

ინგრედიენტები:
  • 200 გრ სტაფილო
  • 1 ც კვერცხის გული
  • ნახევარი ჩ/კ ნიგვზის ან ატმის ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი:
შევარჩიოთ 200 გრ ძლიერ ყვითელი და ბლაგწვეტიანი სტაფილო, გავრეცხოთ, გავწმინდოთ და გავხეხოთ. შევაზილოთ 1 ცალი კვერცხის გული და ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ან ატმის ზეთი, კარგად ავლესოთ და დავიდოთ სახეზე. ირგვლივ ბამბა დავიფინოთ, რომ არ ჩამოგვეწვეთოს ან ყურში არ ჩაგვივიდეს გამონაჟონი სითხე.
ნახევარი საათის შემდეგ პირი მოვიბანოთ ნელთბილ წყალში დასველებული ბამბით, შევიმშრალოთ და გადავისვათ მკვებავი მალამო.

ყოველგვარი ნიღბის დადების წინ სახე სუფთად უნდა იყოს დაბანილი. თუ სახეზე დოლბანდის ნიღაბს ვიდებთ, ის 3 - 4 - ად უნდა გავკეცოთ და ლამაზად ამოვჭრათ თვალების, ტუჩების და ცხვირის ადგილები.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი