სახის კანის გადასაჭიმი და საკვები ნიღბები, ბოსტენულისა და სამკურნალო ბალახებისგან.
ნიღბები შეგვიძლია გავიკეთოთ როგორც ცოცხალი, ასევე გამხმარი ბალახებისგანაც.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
- მოდუნებულ, დანაოჭებულ სახის კანზე ძლიერ სასარგებლოა ალოეს წვენში დასველებული დოლბანდის ნაჭრის ახვევა. ალოე ორი კვირა ჩრდილში ან ბნელ ოთახში გავაჩეროთ, შემდეგ მოვწყვიტოთ ტოტები და მისგან გამოვხადოთ წვენი, დავასველოთ ფართო ბანდები, ერთით ავიკრათ შუბლი, მეორეთი კი - ყბა. ორივე ნაოჭების ხაზის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა იყოს აკრული.
ბანდის მხოლოდ ის ნაწილი უნდა იყოს წვენში დასველებული, რომელიც სახის კანს ედება. 30 - 40 წუთის შემდეგ მოვიძროთ, სახე თბილი წყლით მოვიბანოთ, კარგად შევიმშრალოთ და წავისვათ კანის საკვები დასარბილებელი მალამო. თუ ყელზე ბანდის შემოხვევა გაგვიძნელდა, ალოე განივ გავჭრათ და გავუსვათ სახისა და კისრის კანს. ნახევარი საათით დავწვეთ ზურგზე, შემდეგ დავიბანოთ პირი ან გადავიწმინდოთ სველი ბამბით.
ამავე მიზნით შეგვიძლია ვიხმაროთ კიტრის თხელი ნაჭრები ან მისი ნათალი. - თუ სახე მუწუკებით არის მოფენილი ან კანის ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ძლიერ სასარგებლოა გვირილის ან კამის ნიღაბი. 100 გრ გამხმარ გვირილას ან კამას დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ორ თითზე ზედ ადგეს და ფარავდეს, შევფუთოთ და გავაჩეროთ 3 - 4 საათი. შემდეგ გავწუროთ დოლბანდში. სახეზე დავიდოთ დარჩენილი თბილი მასა ან გამონაწურ სითხეში დასველებული ოთხად დაკეცილი დოლბანდი, ზევიდან დავიფინოთ კომპრესის ქაღალდი და ბამბა და 20 - 25 წუთის შემდეგ მოვიხსნათ. პირი დავიბანოთ ოდნავ თბილი წყლით, შევიმშრალოთ და გადავისვათ საკვები მალამო.
- კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე კანის დასარბილებელი ცაცხვის ყვავილის ნიღბების დადება, რომელიც ისევე უნდა დამზადდეს, როგორც გამხმარი გვირილას ნაყენი.
- ძალიან კარგ შედეგს იძლევა გამხმარი ოხრახუშის ნაყენით სახის გაწმენდა, რასაც გამათეთრებელი თვისება აქვს. ეს ნაყენი ასე უნდა დავამზადოთ:
100 გრ გამხმარ ოხრახუშს დავასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შევფუთოთ, რამდენიმე საათის შემდეგ გავწუროთ და ბამბით გადავისვათ დაბანილ პირზე.