ნატურალური ნიღბები მობერებული სახისა და ყელის კანისათვის.
ნიღაბი არის ფაფისმაგვარი მასა, რომელსაც ისვამენ ან იდებენ სახეზე. მისი სასარგებლო მოქმედება იცოდნენ ქალებმა უძველესი დროიდან, რომლის საშუალებით ინარჩუნებდნენ ახალგაზრდულ იერს. თავისი მოქმედებით ნიღაბი შეიძლება იყოს მკვებავი, დამარბილებელი, მადენზიფიცირებელი, გამათეთრებელი, გამწმენდი და სხვა. როგორც წესი ნიღაბს იდებენ 15 – 20 წთ - ით.
ნიღბები მობერებული სახისა და ყელის კანისათვის:
ნიღბები მობერებული სახისა და ყელის კანისათვის:
- 1 სუფრის კოვზი ფქვილი გახსენით მაგარ ჩაის ნაყენში, რძეში ან წყალში არაჟნის სისქემდე. დაუმატეთ 1 კვერცხის გული და დაიდეთ სახეზე და ყელზე. 15 – 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ შეიზილეთ მკვებავი კრემი.
- 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი და 2 – 3 ჩაის კოვზი სახამებელი. აურიეთ კარგად და გაიკეთეთ ნიღაბი.
- 2 ჩაის კოვზი ახალი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.
- ცხელი კარტოფილი დავჭყლიტოთ , დავუმატოთ კვერცხის გული და ცოტა რძე. ნიღაბი თბილი დავიდოთ. გავაჩეროთ 20 წუთი.