შეიმცირეთ ნაოჭები სულ რაღაც 7 დღეში! დაამზადეთ ნატურალური კრემი სახლის პირობებში.

შეიმცირეთ ნაოჭები სულ რაღაც 7 დღეში! დაამზადეთ ნატურალური კრემი სახლის პირობებში.
ჩვენ შემოგთავაზებთ ნაოჭების მოსაშორებელ ნიღაბს, რომელიც შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებშიც. ეს ნიღაბი შესანიშნავია სახის კანისთვის, რადგან ის ატენიანებს მას, აუმჯობესებს კანის ფერს და ამცირებს ნაოჭებს. ნიღაბი მზადდება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არის სრულიად უსაფრთხო ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 2 ჩაის კოვზი სამედიცინო ვაზელინი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 ჩაის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი
    ½ კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

პირველ რიგში დაადნეთ ვაზელინი ორთქლზე, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ სხვა ინგრედიენტები. მოურიეთ კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში,სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მოათავსეთ მიღებული მასა კონტეინერში.

გამოყენების წესი:

პირველ რიგში, სანამ ნიღაბს დაიდებთ გაიწმინდეთ სახის კანი. მას შემდეგ რაც სახე მზად ყოფნაში გექნებათ, დაიდეთ ნიღაბი და თითებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ნახევარი საათის შემდეგ გაიწმინდეთ სახე ცოტაოდენ მინერალურ წყალში დასველებული ხელსახოცით.