სამკურნალო ნიღბები ცხიმიანი, ფორებიანი სახის კანისათვის.

სამკურნალო ნიღბები ცხიმიანი,  ფორებიანი სახის კანისათვის.
ნიღბის გაკეთებამდე სახე უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით ან გაიწმინდოთ თქვენი სახის შესაბამისი ლოსიონით. ნიღბის ეფექტს ამაღლებს ორთქლის აბაზანა. ნიღაბის გაკეთების დროს უნდა მიიღოთ მშვიდი მდგომარეობა. უკეთესია ნახევრადმჯდომარე ან წოლითი მდგომარეობა. როგორც წესი ნიღაბს იდებენ 15 – 20 წუთით. შემდეგ იხსნიან ტამპონით, დასველებულს თბილ წყალში, გამშრობ ნიღაბს იხსნიან მშრალი ბამბის ტამპონით.

ნიღბები ცხიმიანი, ფორებიანი სახის კანისათვის:
  • 2 სუფრის კოვზ გახეხილ ბოლოკს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. გაიჩერეთ 15 წთ.

  • თითო სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთლები + შვიტა + მრავალძარღვა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ნიღაბი დაიდეთ სახეზე ლოსიონით გაწმენდის შემდეგ.

  • ათქვეფილი ცილა წაისვით სახეზე 15 – 20 წუთით.

  • კარგად ათქვეფილ 1 კვერცხის ცილას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და მიღებული მასა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 – 20 წუთით. ფორებს ავიწროებს.

  • ხაჭოს შეურიეთ კიტრის წვენი და დაიდეთ სახეზე 10 – 15 წუთის განმავლობაში.

  • ცხიმიანი , ფორებიანი და ოფლიანი სახე ყოველ დილით დაიბანეთ კრაზანას, სალბის, დედა - დედინაცვლის, ფარსმანდუკის ცივი ნაყენით. ნაკრებიდან აიღეთ 1 სუფრის კოვზი ბალახი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და გამოიყენეთ სახის დასაბანად.

  • 1 ცალი კიტრი და 1 ცალი ვაშლი გახეხეთ და დაიდეთ სახეზე 20 წუთით.

სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის