აი, როგორ უნდა შეწვათ თევზი, ზომიერთად მარილიანი და გემრიელად დაბრაწული რომ გამოვიდეს

აი, როგორ უნდა შეწვათ თევზი, ზომიერთად მარილიანი და გემრიელად დაბრაწული რომ გამოვიდეს
ერთი შეხედვით, შესაძლოა, თევზის შეწვა ძალიან ადვილი საქმე გეგონოთ, თუმცა არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომელთა დახმარებითაც შემწვარი თევზი უფრო გემრიელი გამოგივათ.

  • პირველ რიგში თევზს მოაჭერით თავი, გაასუფთავეთ ზედმეტი ქერცლისგან და კარგად გარეცხეთ. თუ თევზი დიდია, რამდენიმე ნაჭრად დაჭერით და ეცადეთ თითოეული მათგანი ძალიან სქელი არ იყოს, რადგან ამ შემთხვევაში მას გემრიელად ვერ შეწვავთ.
  • შეწვამდე 30 წუთით ადრე თევზს მარილი მოაყარეთ. დაუმატეთ ცოტა პილპილიც და სურვილის შემთვევაში სუნელები.
  • შეწვამდე აუცილებლად ამოავლეთ თევზი ფქვილში. შეგიძლიათ ფქვილის ეკონომიის მიზნით იგი ჯამში ჩაყაროთ და თევზის ნაჭრები ისე ამოვალოთ.
  • სანამ თევზს ტაფაზე მოათავსებთ, დარწმუნდით რომ იგი ძალიან ცხელია. გამოიყენეთ მხოლოდ მცენარეული ზეთი.
  • არავითარ შემთხვევაში არ დაახუროთ ტაფას თავსახური. ასე თევზი უფრო ხრაშუნა და გემრიელი გამოვა.