როდესაც ამ თევზს ვამზადებდი, მეზობელმა თავისი ქალიშვილი გამოუშვა ჩემთან, რომ გაეგო, საიდან მოდის ასეთი საუცხოო არომატი

როდესაც ამ თევზს ვამზადებდი, მეზობელმა თავისი ქალიშვილი გამოუშვა ჩემთან, რომ გაეგო, საიდან მოდის ასეთი საუცხოო არომატი
ჩვენ მიჩვეულნი ვართ, ხორცისა და ბოსტნეულის ერთად გამოცხობას, თევზი კი უსამართლოდ „იჩაგრება“. ამ რეცეპტში ყველაფერი სხვაგვარადაა: ბულგარული წიწაკა და პომიდორი შესანიშნავად ერწყმის თეთრ თევზს და საოცარ კერძს ქმნის.

ინგრედიენტები:

  • 700 გრ თეთრი თევზის ფილე
  • 200 მლ თეთრი ღვინო
  • 3 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • 2 პომიდორი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 50 გრ კარაქი
  • მაიონეზი გემოვნებით


მომზადება:


  1. დაჭერით ხახვი და პომიდორი ნახევარწრეებად, სტაფილო წრეებად, ბულგარული წიწაკა თხლად, დააქუცმაცეთ ნიორი.
  2. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, მოთუშეთ ჯერ ხახვი, შემდეგ დაამატეთ სტაფილო, წიწაკა, ნიორი და პომიდორი. დაასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოთუშეთ 15 წუთის განმავლობაში.
  3. მეორე ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოათავსეთ თევზის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ოდნავ შეწვით ორივე მხრიდან.
  4. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ნახევარი ბოსტნეული, ზემოდან - თევზი, მოაყარეთ დარჩენილი ბოსტნეული. სურვილისამებრ წაუსვით მაიონეზი და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 190 გრადუსზე.


გემრიელად მიირთვით!