კანის დაბერება: როგორი ნაოჭები ითვლება ნორმალურად ამა თუ იმ ასაკში

კანის დაბერება: როგორი ნაოჭები ითვლება ნორმალურად ამა თუ იმ ასაკში
მოგვწონს ეს თუ არა, კანის დაბერება გარდაუვალია. ქალები განსაკუთრებით განიცდიან ამის თაობაზე და ახალგაზრდობიდანვე აკვირდებიან ნაოჭებს. აღმოჩნდა, რომ კანი ყველას კი უბერდება, მაგრამ არის განსხვავება ნორმალურ დაბერებასა და ისეთს შორის, სადაც დერმატოლოგიური ჩარევა არის საჭირო.

ექიმი სუზან სტიუარტი მოგვითხრობს, რა ნიშნებს უნდა ველოდოთ, როცა კანი დაბერებას დაიწყებს.


1. ცვლილება და პიგმენტაცია


ამას დისქრომია ეწოდება, როდესაც 30 წლის ასაკში ქალს ოდნავ ეცვლება კანის ფერი. თუ კანზე მუქი ლაქები გაჩნდა, დაგეხმარებათ ჰიდროქინოლის შემცველი საცხები, ასევე რეთინოლის მჟავა.

2. წვრილი ხაზები სახეზე

საუბარია ნაოჭებზე, რომლებიც თვალების ქვეშ ჩნდება. როგორც წესი, ასეთი ნაოჭები ნაადრევად უჩნდება ადამიანებს, რომლებსაც ღია ფერის კანი აქვთ. ყველაფრის მიზეზი მზეა. უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები და სათვალეები წელიწადის ცხელ დროს.

3. ნაოჭები-მარიონეტები

იცით ეს რა არის? ეს გახლავთ ნაოჭები, რომლებიც ტუჩის კუთხეებიდან დაბლა ეშვება ნიკაპისკენ და მარიონეტ თოჯინას გამსგავსებთ. ეს ნაოჭები 40 წლის ასაკში ჩნდება, ისევე როგორც შუბლზე ხაზები. კანის შემვსები დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში, ვინაიდან შეავსებენ ამ მიდამოს მოცულობით.

4. უფრო ღრმა ნაოჭები


50 წლის ასაკში სწორედ ასეთი ნაოჭები ჩნდება. ყელი და ლოყები ჩამოეშვება. ამ პროცესის შესანელებლად გამოიყენეთ გამაახალგაზრდავებელი საცხები.

რა არ არის ნორმალური?

კანის სხვა ცვლილებები შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვადასხვა დაავადებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ბევრს ეწევით. ასეთ შემთხვევაში უნდა გაესინჯოთ ექიმთან და დარწმუნდეთ, რომ ავად არ ხართ.

განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ხალების დაზიანებასა და ცვლილებას. ეს ძალიან საშიშია, რადგან შესაძლოა კანის კიბოს ნიშანი იყოს. თუ მსგავსი რამ შეამჩნიეთ, აუცილებლად გამოეკვლიეთ ექიმთან!