როგორ გავისწოროთ ნაოჭები სახლის პირობებში?!
ნაოჭები - კანის ნაკეცები უფრო ხშირად სახეზე გვიჩნდება. ნაოჭები სიბერის ხვედრია, მათგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ნაოჭების გაჩენის შეჩერება და მათი რაოდენობის შემცირება შესაძლებელია.
- დაბანის შემდეგ არასოდეს არ უნდა გაიმშრალოთ სახე თვალებიდან დაწყებული ნიკაპამდე ( რასაც თითქმის ყველა აკეთებს ), ვინაიდან ეს ხელს უწყობს ორი ღრმა ნაკეცის გაჩენას ცხვირიდან ტუჩების კუთხეებამდე. შემშრალებისას პირსახოცი უნდა აატაროთ ნიკაპიდან თვალებამდე.
- ნაოჭების გასასწორებლად სასარგებლოა საღამოს წავისვათ სახეზე ღამის კრემი, გამოვიყენოთ მასაჟი და ვისარგებლოთ ნიღბებით, გავიკეთოთ ვარჯიშები მიმიკური კუნთებისთვის. აუცილებელია მიმიკისთვის თვალის მიდევნება: შუბლის ჭმუხვნასა და სახის მანჭვის ჩვეულებას ღრმა ნაოჭების გაჩენამდე მივყავართ. სიარულის დროს არ იყუროთ ფეხებქვეშ - ყოველთვი იარეთ მაღლა აწეული თავით. მოხდენილი ტანადობა აგვარიდებს ნაოჭებს კისერზე და ღაბაბის გაჩენას.
- ნაოჭებს ასწორებს - თუთიის მალამო. ეს მალამო შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ და სახის ნაოჭებზე წასმის შემდეგ მის განსაცვიფრებელ ეფექტში თვითონვე დარწმუნდებით.
- სახეზე ნაოჭების მოსაშორებლად აიღეთ 1 კვერცხი, 1 კოვზი თაფლი - ათქვიფეთ ერთმანეთში და წაისვით სახესა და კისერზე. ერთი კვირის შემდეგ ნაოჭები გაგიქრებათ. კანი დაიჭიმება, გაქრება მუწუკები, კანი გახდება გადატკეცილი და სუფთა, მოქნილი. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ დღეში ერთხელ 30 წთ - ით, უკეთესია დილით.