ამ რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია პლასტიკასა და ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს თავი აარიდოთ
მოვლილი ქალისთვის ახალგაზრდა და სასიამოვნო გარეგნობა - არამხოლოდ სილამაზის საკითხია, არამედ, ცხოვრებისეული პოზიციაც. შეიძლება ასაკზე არ იდარდო, მაგრამ კანის მოვლა აუცილებელია!
ხშირად, ნაოჭებთან ბრძოლა თვალების ირგვლივ იწყება, თვალებს შორის ადგილი კი უყურადღებოდ რჩება. დროთა განმავლობაში, ამ ადგილას ჩნდება დიდი ნაოჭი და მთელი სახე გადატკეცილიც რომ იყოს, ეს ნაოჭი ძალიან აფუჭებს მთლიან იერსახეს.
როგორ გავთავისუფლდეთ ნაოჭებისგან
ნაოჭები - ეს ბუნებრივია, ამიტომ მათთან ბრძოლაც ბუნებრივი უნდა იყოს. პირველი ამ არსენალში გახლავთ პროფილაქტიკა. იყავით ყურადღებით: პირველი ნაოჭები შესაძლოა, 20 წლის ასაკში გაჩნდეს!
ახალგაზრდა კანი დიდი ხნით
დატენიანება
ყველაზე მარტივი და მოქმედი საშუალება გახლავთ კანის დატენიანება. მშრალ კანს ელასტიურობა აკლია, იხევა და იხეხება.
მშრალი კანის მფლობელებმა უნდა გამოიყენონ საცხები, ნიღბები და კოსმეტიკური ზეთები. ნორმალურ კანს რეგულარული მოვლა სჭირდება, ცხიმიანი კანის სკრაბებით გამოშრობა დაუშვებელია.
მიმიკის კონტროლი
კანის ზედმეტი გადაჭიმვა იწვევს ნაოჭებს. ეცადეთ, იყოთ თავშეკავებული, და ეს ჩვევად აქციოთ. განსაკუთრებით საშიშია ცუდი განწყობა. თუ ხშირად ჭმუხნით წარბებს, შუბლზე და თვალებს შორის ადგილას ღრმა ნაოჭები ჩნდება, რომლებისგანაც გათავისუფლება ძალიან რთულია.
ვარჯიში
ვარჯიში ნაოჭების წინააღმდეგ - ნატურალური და მოქმედი ხერხია. ეს დაგეხმარებათ, იყოთ ტონუსში და შეინარჩუნოთ გლუვი კანი.
ვარჯიში სახისთვის
1. წარბების ნელი ბწკენა დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში მთელ სიგრძეზე (დაახლოებით 10-ჯერ).
2. მიიდეთ ხელისგულები შუბლზე ჰორიზონტალურად. ოდნავ აჭიმეთ კანი მაღლა და დაითვალეთ 10-მდე. დაძაბეთ ცხვირი და ეცადეთ ჩამოუშვათ ცხვირის წვერი ზედა ტუჩამდე, და კვლავ 10-მდე დაითვალეთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 3-ჯერ მცირე შესვენებებით.
3. მიიდეთ შუათითები თვალებს შორის ადგილას. შეიჭმუხნეთ, მაგრამ თითები არ მოადუნოთ. ნაოჭები არ უნდა გაჩნდეს! შეასრულეთ 10-ჯერ 3 შესვენებით.
ამ 3 ვარჯიშისგან შემდგარი კომპლექსი 5 წუთის განმავლობაში უნდა შესრულდეს, შედეგი გარანტირებულია. ასევე, შეგიძლიათ მსუბუქი მასაჟიც ჩაიტაროთ.
მონდომება და მზრუნველობა გაცილებით უკეთესია ძვირად ღირებულ და ნაკლებად ეფექტურ კოსმეტიკურ საშუალებებზე. გადადეთ სიბერე სამომავლოდ!