როგორ უნდა მოვუაროთ 30 წლის შემდეგ კანს თვალების ირგვლივ
კანი თვალების ირგვლივ ნაზი, თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორი მოვლა, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ. ამ ასაკში ჩნდება პირველი მიმიკური ნაოჭები, შეშუპება, შავი ლაქები - არასწორი ცხოვრების წესის შედეგი (ქრონიკული უძილობა, არასწორი კვება, დამცავი სათვალის გარეშე მზეზე დიდხანს ყოფნა და ა.შ.). პირველი ასაკობრივი ცვლილებების მოსაშორებლად აუცილებელია კანის ამ მიდამოს სისტემური მოვლა-გულდასმით გასუფთავება და რეგულარული კვება.
თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ მიდამოსთვის განკუთვნილი მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური რძით. ბამბის ტამპონით ძალიან ფრთხილად და ნაზად ჩამოიშორეთ კოსმეტიკური საშუალებები ისე, რომ კანი არ დაიჭიმოთ. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ საპონს, რადგან ის მარტო გამოაშრობს, შეიძლება გააღიზიანოს კიდეც კანი. გამოხატული იიიი ნაოჭებისას თვალების ირგვლივი მიდამოსთვის უმჯობესია მკვებავი კრემები, შეშუპებისაკენ მიდრეკილებისას კი - მსუბუქი დამატენიანებელი გელი. კრემი ან გელი წაისვით თითების მსუბუქი მოძრაობი, თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირის მიმართულებით, ზედა ქუთუთოზე კი საპირისპირო მიმართულებით. კანის გულდასმით გასუფთავება და ხარისხიანი კრემის რეგულარული გამოყენება - ნაოჭების პროფილაქტიკისა და უკვე არსებულის შემცირების აუცილებელი ღონისძიებაა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. 30 წლის შემდეგ თვალების ირგვლივ კანის მოვლა გულისხმობს სხვადასხვაგვარი მკვებავი ნიღბისა და დამამშვიდებელი კომპრესის გამოყენებას. ამისთვის სალონში ფულისა და დროის ხარჯვა არ არის აუცილებელი. ყველაფრის შინ მომზადებაც შესაძლებელია ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგა.

- კარტოფილის ნიღაბი - უმი გახეხილი კარტოფილის ფაფა დაიდეთ თვალებთან 20 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. ნიღაბი ამშვიდებს, ამცირებს შეშუპებას და ხსნის კანის სიწითლეს.
- ზეთოვანი ნიღაბი - ძილის წინ კრემის ნაცვლად ნებისმიერი ზეთი წაისვით. ზეთი ასწორებს და კვებავს კანს, ამცირებს ნაოჭებს.
- 1 ჩ/კ ბანანის რბილობი შეურიეთ ამდენივე ნაღების კარაქს. ეს იმპროვიზებული კრემი წაისვით თვალების ირგვლივ და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.