საოცარი სახის ნიღაბი მომენტალური მოქმედებით: გადაიჭიმეთ სახე და გააქრეთ ნაოჭები 10 წუთში!

საოცარი სახის ნიღაბი მომენტალური მოქმედებით: გადაიჭიმეთ სახე და გააქრეთ ნაოჭები 10 წუთში!
ნაოჭები, წვრილი ხაზები და მუქი ლაქები კანის დაბერების პირველი ნიშნებია. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს სტრესი, ცუდი კვება, მზის სხივების გადაჭარბებული ზეგავლენა, გაუწყლოვება, კანის გამოშრობა და კანის არასაკმარისი მოვლა.
ყოველივე ამას თქვენი კანის სილამაზის გაფუჭება შეუძლია და მაკიაჟი ვეღარ შეძლებს მის დაფარვას , თქვენს გაახალგაზრდავებას.

როგორც უკვე იცით, არსებობს კანის სილამაზის დასაცავი უამრავი საშუალება, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირადღირებული საშუალებები არიან და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ თავს მათი გამოყენების უფლება მისცენ. ამასთანავე მათ შეუძლიათ უკუჩვენებები გამოიწვიონ, განსაკუთრებით მაშინ თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ. ნატურალური, ბუნებრივი საშუალებები კი ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტურია. სწორედ ამიტომ FPaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ ნიღაბს, რომელიც თქვენს სახეზე სასწაულებს ჩაიდენს სულ რაღაც 10 წუთში.
თქვენ ამ ნიღაბის შესანიშნავ ეფექტს პირველივე გამოყენების შემდეგ იხილავთ. სახის ეს ნიღაბი წარმოადგენს ხალხურ საშუალებს და ის ბოტოქსზე კარგადაც კი მუშაობს. მას შეუძლია ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურების შესანიშნავი ალტერნატივა გახდეს.

ინგრედიენტები:
  • ნახევარი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 1 კვერცხის ცილა
  • ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:
  • ამ ნიღაბის მომზადება საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში თქვენ კვერცხის ცილა და გული უნდა გააცალკაოთ.
  • ცილა გადაიტანოთ შუშის ჭურჭელში და კარგად ათქვიფეთ.
    ვშემდეგ კი დაუმატეთ ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი, კიდე ერთხელ გულდასმით გადაურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


გამოყენების წესი:
  1. გაიწმინდეთ სახე და ამის შემდეგ დაიტანეთ მომზადებული ნიღაბი სახეზე, კისერზე, დეკოლტეს არეზე.
  2. გაიჩერეთ 15-20 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.
  3. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ეს ნიღაბი კვირაში ორჯერ უნდა გაიკეთოთ.