რჩევები მათ, ვინც 30 წელს გადააბიჯა.

რჩევები მათ, ვინც 30 წელს გადააბიჯა.
ეს ისეთი ასაკია, როდესაც ნაოჭები შეიძლება ერთ ღამეში გაგიჩნდეთ, სრულიად მოულოდნელად. ამიტომ იყავით ყურადღებით.
მაგალითად: თუ თქვენ ღამე ცუდად გეძინათ, ან ძალიან მძიმე დღე გქონდათ, ყოველივე ეს პირველ რიგში თქვენს სახეზე ჰპოვებს ასახვას. თვალი გადაავლეთ თქვენს კოსმეტიკურ მარაგს, ახლა მოგიწევთ უფრო აქტიური საშუალებების გამოყენება. მითუმეტეს თუ თვითონაც გრძნობთ, რომ სახის კანი ისეთი ელასტიური აღარ გაქვთ. პერიოდულად უნდა იხმაროთ მკვებავი კრემები, ბიოლოგიური დანამატებით. ვიტამინიზირებული და მკვებავი კრემები უნდა იხმაროთ მონაცვლეობით.

საღამოობით ძილის წინ 20 - 25 წუთი დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. სახელდახელოდ წასმული კრემი ნაკლებად ეფექტურია. კრემი გულდასმით აუჩქარებლად უნდა შევიზილოთ მსუბუქი წრიული მოძრაობით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კრემის წასმის პროცესს თან უნდა ახლდეს, ყოველდღიური მსუბუქი მასაჟი. დაახლოებით ორმოცი წუთის, მაქსიმუმ ერთი საათის შემდეგ, კრემის ნარჩენები უნდა მოვიცილოთ ქაღალდის ხელსახოცით.

გახსოვდეთ, თუკი არ გინდათ დილით "დაჭმუჭნული" სახით გაიღვიძოთ , ისწავლეთ პირაღმა ძილი.

30 წლის შემდეგ ქალებს ხშირად უჩნდებათ ე.წ. მეორე ღაბაბი. უპირველეს ყოვლისა უარი უნდა ვთქვათ მაღალ სასთუმალზე და უნდა მიეჩვიოთ უბალიშოდ ძილს. დაგვერწმუნეთ ასე აჯობებს, არა მარტო თქვენი გარეგნობისათვის, არამედ ჯანმრთელობისათვისაც. შეეცადეთ კითხვის ან მუშაობის დროს, თავი პირდაპირ გეჭიროთ, ძირს მხოლოდ თვალები დახარეთ. თუ ყელზე კანი მოდუნებული და მშრალი გაქვთ უნდა იხმაროთ ძალიან ცხიმიანი, ვიტამინებით მდიდარი კრემი და კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოთ მცენარეული ზეთის კომპრესი. ამისათვის თბილ ზეთში დაასველეთ ბამბა შემოიხვიეთ ყელზე, ზემოდან დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და თბილად შეიხვიეთ . კომპრესი უნდა გაიჩეროთ 20 წუთს. თვეში ერთხელ კი შეგიძლიათ მთელი ღამითაც დაიტოვოთ. კომპრესის შემდეგ ყელი ჩამოიბანეთ ანადუღარი თბილი წყლით და ნაზი მოძრაობებით გადაისვით, ჩვენს მიერ ზემოთ შემოთავაზებული რომელიმე ლოსიონი.
ამ პროცედურის დასასრულს შეიზილეთ ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.

ამ ასაკში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, ტუჩებსა და ხელებს. ტუჩები ყოველ საღამოს, უნდა გაიწმინდოთ პომადის ნარჩენებისა და დღის განმავლობაში დაგროვილი მტვრის ნაწილებისაგან. ამ მიზნით რეკომენდირებულია ცხიმიანი კრემის ხმარება. გარდა ამისა კარგი იქნება თუ ძილის წინ, ტუჩებზე ცოტაოდენ თაფლს ან კარაქს გადაისვამთ.

ყველაზე უსინდისოდ ქალის ასაკს, მაინც ხელები გასცემენ. ეს რომ არ მოხდეს მათ სათანადოდ უნდა ვცეთ პატივი. საღამოს შხაპის შემდეგ, ხელებში კარგად შეიზილეთ მკვებავი კრემი ან თბილი მცენარეული ზეთი. ღამე კარგია სპეციალურად ამ მიზნით შეკერილი ბამბაზიის თათმანების ჩაცმა. ხელებზე, პერიოდულად გაიკეთეთ მარილის აბაზანები.
აბაზანის მისაღებად ერთ ლიტრ წყალს დაამატეთ 100 გრამი მარილი. წყალი უნდა იყოს იმდენად ცხელი, რამდენადაც შეძლებთ ამის ატანას. რამდენიმე წუთის შემდეგ ხელები გადაიბანეთ , რომელიმე რბილი საპნით და წაისვით მკვებავი კრემი. ყოველთვის, როცა საშუალება გექნებათ გაიკეთეთ კარტოფილის ნახარშის ცხელი აბაზანა. ამის შემდეგ ხელები მაშინვე გადაიტანეთ ცხელ წყალში. ასევე ეფექტურია რძეზე დამზადებული კარტოფილის პიურის ნიღაბი, ხელებისა და სახისათვის. ხელების ვარჯიში კი მშვენივრად მოქმედებს, არა მარტო სილამაზეზე არამედ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.

აიძულეთ საკუთარი თავი დაგემორჩილოთ. მიეჩვიეთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს. გადახედეთ თქვენი კვების რაციონს, შეიყვარეთ ბოსტნეულის კერძები. დაე, მომხიბვლელი ღიმილი იქცეს თქვენი სახის მუდმივ სამკაულად, გიყვარდეთ სიცოცხე და იყავით მუდამ ახალგაზრდა!
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...