როგორ მოვუაროთ თვალების გარშემო კანს, რომ არ გაჩნდეს ნაოჭები!
განსაკუთრებით მგრძნობიარე და ნაოჭებისკენ მიდრეკილია კანი თვალების გარშემო. ქალებს ვისაც მშრალი კანი აქვს, 20 წლიდან უნდა მიაქციოს ყურადღება სახის ამ ნაწილს.
შეგიძლიათ მოამზადოთ თვალის ირგვლივ რკალის მკვებავი ნიღბები:
- საღამოს თვალების გარშემო კანი გაიწმინდეთ ზეთიან წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. შემდეგ გაიწმინდეთ სახის დანარჩენი ნაწილი.
- შეიზილეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი და თითის ბალიშები მსუბუქად დაირტყით კანზე, ზემო ქუთუთოზე შიგნიდან გარე პერიფერიის მიმართულებით, ქვედა ნაწილზე კი - პირიქით.
- იმისათვის, რომ წამწამები ელატიკური და გლუვი იყოს ზეითუნის ზეთი წაისვით. ეს ყველა ქალს ეხება, განსაკუთრებით იმათ, ვინც ტუშს და ფანქარს ხმარობს.
- როცა სახეზე ნიღაბს იდებთ, თვალის გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი წაისვით. კრემი ან წამწამების ზეთი შეიძლება იხმაროთ დღის განმავლობაში. ის აპრიალებს და თითქოს "აგრძელებს" წამწამებს.
- დილით, თვალის გარშემო თხელ ფენად წაისვით მკვებავი კრემი, საღამოს კი კარგია ღამის პრეპარატები, ცხიმიანი კრემები, ვიტამინებით და ბალახების ნაყენით გამდიდრებული.
- დილით გაღვიძებისას თუ შეამჩნევთ, რომ ქუთუთოები შესიებული გაქვთ გახეხეთ უმი კარტოფილი, გაახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ ღაწვებზე 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ, წაისვით თვალის მკვებავი კრემი და შეზღუდეთ სითხის მიღება დღის განმავლობაში.
შეგიძლიათ მოამზადოთ თვალის ირგვლივ რკალის მკვებავი ნიღბები:
- აიღეთ რამდენიმე ღერი ოხრახუში ფოთლებიანად. დაჭერით ძალიან წვრილად, დასრისეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი, კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაიდეთ თვალის ირგვლივ რკალზე. გაიჩერეთ 25 წუთი და მოიშორეთ მშრალი ბამბის ტამპონით.
- ნაოჭების პროფილაქტიკისათვის აიღეთ ოხრახუშის რამდენიმე ძირი, გარეცხეთ, გახეხეთ წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი, დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიდეთ იგი თვალების ირგვლივ რკალზე. გაიჩერეთ 25 წუთს. მოიხსენით და მაშინვე წაისვით თვალის მკვებავი კრემი.