4 არჩვეულებრივი ნიღაბი მშრალი და ნორმალური სახის კანისთვის!

4 არჩვეულებრივი ნიღაბი მშრალი და ნორმალური სახის კანისთვის!
კანმა მისთვის აუცილებელი სითხე მხოლოდ გარედან არ უნდა მიიღოს, საჭიროა მეტი სითხის მიღება ( დღეში ერთი ლიტრა მაინც ). სასურველია მინერალური წყლის სმა. ამ დროს შეიძლება სააფთიაქო წესით დამზადებული ვიტამინების მიღებაც. მათ ვინც უკვე გადააბიჯა 30 წელს კანი ინტენსიურად უნდა კვებონ ბიოაქტიური, მკვებავი და დამატენიანებელი კრემებით. განსაკუთრებით კი აბაზანისა და შხაპის შემდეგ. არ დაგავიწყდეთ, რომ 1 საათის გასვლის მერე, კრემის ნარჩენები უნდა მოიცილოთ, ქაღალდის ხელსახოცით, ან ჩაის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით. ღამე კანმა თავისუფლად უნდა ისუნთქოს.

ვისაც მშრალი ან ნორმალური კანი აქვს რეკომენდირებულია შემდეგი ნიღბების ხმარება:
  1. ავიღოთ 1 ჩ/კ მაიონეზი, ამდენივე მცენარეული ზეთი ( ან ვიტამინიზირებული კრემი ) და 0,25 ჩ/კ ჩაის მუქი ნაყენი. ნიღაბის გაკეთების წინ სახე დაიბანეთ თბილი რძით. ნიღაბი დაიტოვეთ 10 - 15 წუთი. შემდეგ სახე ისევ რძით ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

  2. შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგნაირი ნიღაბი: აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი, 0,5 ჩ/კ კონცენტრირებული მარილწყალი და 1 ჩ/კ მკვებავი კრემი. ნიღაბი გაიჩერეთ 5 წუთს, შემდეგ ახლიდან გადაისვით, მიღებული მასა და 10 წუთის მერე დაიბანეთ პირი.

  3. გახეხილი ვაშლის ან გოგრის ნაჭერს დაასხით თბილი რძე და ცოტა ხნით დადგით დაბალ ცეცხლზე ( წამოდუღებამდე ). შემდეგ დაუმატეთ სიმინდის ფქვილი ან ტალკი. ნიღაბი უნდა დაიტოვოთ 15 - 20 წუთი, სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით, რომელშიც გარეული იქნება რომელიმე ხილის წვენი.

  4. მშრალ კანზე კარგად მოქმედებს შემდეგი ნიღაბიც: ავიღოთ 1 ს/კ დაფქვილი ბრინჯი, 1 ს/კ ნებისმიერი მცენარეული ზეთი და ამავე რაოდენობის, ჭინჭრის ახლადგამოწურული წვენი. ნიღაბი გაიჩერეთ 15 - 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...