რა პროცედურები უნდა გაიკეთოთ დილით, თუ სასიამოვნო ფერის და ელასტიური სახის კანი გსურთ!
ერთი ფრიად მნიშვნელოვანი რჩევა ქალბატონებს: 45 წლის შემდეგ სახის კანს აღარ დაჰკრავს, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ელფერი. აღარც ისეთი ელასტიურია, როგორც ოცი - ოცდაათი წლის წინ. ამიტომ სასურველია დილაობით ჩავიტაროთ შემდეგი პროცედურა.
- გაღვიძებისთანავე, სახეზე წაისვით მკვებავი კრემი, ზემოდან კი ცხელ წყალში დასველებული და მაგრად გაწურული პირსახოცი დაიფარეთ. ( თუ არ გაქვთ ფორებგაგანიერებული კანი ). პროცედურა გაიმეორეთ ხუთჯერ მაინც, შემდეგ ამდენჯერვე და ასევე დაიფინეთ, ცივ წყალში დასველებული პირსახოცი. დასასრულს ჯერ კიდევ ნოტიო სახეზე წაისვით ნაზი დამატენიანებელი კრემი. ამის შემდეგ სულ ცოტა 30 - 40 წთ მაინც უნდა გავიდეს სანამ გარეთ გახვალთ.
- ხშირად ასაკის მატებასთან ერთად, სახეზე ფორები ფართოვდება. ამ დროს ეფექტურია კომპრესები ჩაის მუქი ნაყენით. თუ თქვენს კანს ახასიათებს სისხლძარღვთა გაგანიერება, მაშინ თქვენთვის რეკომენდირებული არ არის: მუქი ფერის ჩაი, ყავა, მწარე კერძები, ხანგრძლივი მზის აბაზანები, ცივი და ცხელი შხაპის მონაცვლეობით მიღება.
- ასაკოვან ქალს, კარგ სამსახურს უწევს დეკორატიული კოსმეტიკა. სახის კანი კორექტირებას საჭიროებს. მაგალითად: იმისათვის რომ წვრილი ნაოჭები თვალშისაცემი არ იყოს უნდა იხმაროთ, დეკორატიული პუდრა ან კრემ - პუდრა, სასურველია ნაზი პირისფერი ან ატმისფერი. მკვეთრი ფერი არც ტუჩსაცხი უნდა იყოს.
- გაითვალისწინეთ, რომ ასაკოვანი ქალის სახეზე ძალიან მუქი ფერის წარბები უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. კიდევ ერთი, თუ ქუთუთოებზე უკვე გაგიჩნდათ ნაოჭები, მათი შეღებვა არაა რეკომენდირებული.