წვნიანი და არომატული ქათმის სტეიკი

წვნიანი და არომატული ქათმის სტეიკი
Fpaparazzi გაცნობებთ, რომ ამ სტეიკის მთავარი საიდუმლო მისი არომატული მარინადია.
100 გრამი პროდუქტი შეიცავს 126,13კკ-იას.
საჭირო მასალა:
  • ქათმის თეთრი ხორცი- 500გ
  • ლიმონის წვენი- 2ს.კ
  • ლიმონის ცედრა- 2ს.კ
  • ზეითუნის ზეთი- 2ს.კ
  • ნიორი- 10გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. ქათმის ხორცი გაყავით 4 ნაწილად, ოდნავ დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  2. მოამზადეთ მარინადი: ლიმონის ცედრა აურიეთ ლიმონის წვენში, დაუმატეთ 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და 2 ს.კ ზეითუნის ზეთი.
  3. მიღებულ მარინადში ჩააწყვეთ ქათმის ხორცი და დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში. თუკი საშუალება გაქვთ, უმჯობესია რამდენიმე საათით მაცივარში შედგათ.
  4. შემდეგ შეწვით გახურებულ ტაფაზე ცხიმის გარეშე.

გემრიელად მიირთვით.