ღორის ხორცი ასე ჯერ არასდროს მოგიმზადებიათ - წვნიანი, რბილი და არომატული!

ღორის ხორცი ასე ჯერ არასდროს მოგიმზადებიათ - წვნიანი, რბილი და არომატული!
გვინდა თუ არა, ყოველდღიურად მაინც გვიწევს ნახევრადფაბრიკატების მირთმევა - მათ შორის სოსისის, ძეხვის, ლორის. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი თავად ვიზრუნებთ მათ მომზადებაზე.

საჭირო მასალა:

  • 2 კგ ღორის ხორცი (კისრის ნაჭერი)
  • 400 გ ქათმის ფილე
  • 1 ცალი წითელი წიწაკა
  • 50 გ მოცხარი
  • 50 გ ნიგოზი
  • 1 ჩ.კ ორეგანო
  • 1 ჩ.კ დაფქული შავი წიწაკა
  • 1.ჩკ. მარილი
  • 5-6 კბილი ნიორი
  • 100 გ მშრალი წითელი ღვინო
  • 100 გ ზეითუნის ზეთი
  • 50 გ მწვანილი (ოხრახუში, კამა)


მომზადების წესი:

1. ღორის ხორცის კისრის ნაჭერი რამდენიმე ადგილას ღრმად ჩაჭერით.

2. ქათმის ფილე თხლად დაჭერით.

3. პატარა ჯამში ჩაყარეთ ორეგანო, დაფქული წიწაკა, ზეთი, ძმარი, ღვინო და მარილი.

4. მარინადში ჩააწყვეთ ღორის ხორცი და ქათმის ფილე. ფუნჯის დახმარებით ეცადეთ მარინადი ყველა ადგილში ერთნაირად გადანაწილდეს.

5. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი. წვრილად დაჭერით მწვანილი, კაკალი, წიწაკა და ნიორი. აიღეთ ორი თეფში - ერთ მათგანზე აურიეთ დაჭრილი მწვანილი, კაკალი, წითელი წიწაკა, ხოლო მეორეზე- მწვანილის ნაწილი, მოცხარი და ნიორი.

6. ღორის ხორცის ჩაჭრილ ნაწილებში მოათავსეთ წიწაკიანი გულსართი. შემდეგ კი ჩაჭრილ ადგილებში მოათავსეთ ქათმის ფილე და ნივრიანი გულსართი.

7. ბოლოს ხორცი შეკარით კულინარიული ძაფით. მარინადის წვენი კიდევ ერთხელ მოასხით ზევიდან.

8. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 საათით.

გემრიელად მიირთვით