მაკარონი იოგურტის არომატული სოუსით და შებოლილი ქათმით

მაკარონი იოგურტის არომატული სოუსით და შებოლილი ქათმით
fpaparazzi გთავაზობთ მაკარონის მომზადების კიდევ ერთ წესს. მთელი საიდუმლო ერთ ინგრედიენტშია, რომელიც ამ ერთი შეხედვით მარტივ კერძს განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს!
საჭირო მასალა:
  • ნახევარი შეკვრა ნებისმიერი სახეობის მაკარონი;
  • 2 კბილი ნიორი;
  • 50 გ კარაქი;
  • 250 მლ იოგურტი;
  • მარილი;
  • წითელი წიწაკა გემოვნებით;
  • შებოლილი ქათმის რამდენიმე ნაჭერი;

მომზადების წესი:
  1. მოხარშეთ მაკარონი ჩვეული წესით. დაჭყლიტეთ ნიორი და შეურიეთ ის იოგურტს.
  2. წითელი წიწაკა მოწვით ტაფაზე, რათა მეტი არომატი მიიღოთ, გაადნეთ მასზე კარაქი და დაუმატეთ მაკარონს, მოასხით ნივრიანი იოგურტი.
  3. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი, ზემოდან დაადეთ შებოლილი ქათმის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით!