მაკარონი პამიდვრის სოუსით
fpaparazzi-ი მაკარონის მოყვარულებს გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ეს სწრაფი კერძი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- მაკარონი- 500გ
- პომიდორი- 200გ
- პამიდორი ჩერი- 200 გ
- ნიორი -2 კბილი
- რეჰანი ან შაშკვლავი- 1 კონა
- მარილი გემოვნებით
- მწარე წითელი წიწაკა
მომზადების წესი:
- პამიდორს დაასხით მდუღარე, გააცილეთ კანი და დააბლენდერეთ ან გახეხეთ.
- პომიდორი ჩერი ორად გაჭერით (თუ არ გაქვთ, მომცრო ზომის პომიდვრები გამოიყენეთ).
- ტაფაზე დაასხით ზეთი, გააცხელეთ და მოშუშეთ დაჭრილი ნიორი და წითელი წიწაკა.
- ტაფაზე დაამატეთ დაბლენდერებული და დაჭრილი პამიდორიც.
- შუშეთ 6-7 წუთი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი რეჰანი და მარილი გემოვნებით.
- ბოლოს დაამატეთ მოხარშული მაკარონი, კარგად აურიეთ, 1-2 წუთი შუშეთ და კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით.