ამ რეცეპტამდე ქათამი მუდამ მშრალი გამოგდიოდათ? სცადეთ ქათამი სომხურად და ეს გემო არასოდეს დაგავიწყდებათ

ამ რეცეპტამდე ქათამი მუდამ მშრალი გამოგდიოდათ? სცადეთ ქათამი სომხურად და ეს გემო არასოდეს დაგავიწყდებათ
თუკი სამზარეულოში ექსპერიმენტების კეთება გიყვართ, ეს კერძი აუცილებლად მოგეწონებათ.

საჭირო მასალა:

  • ქათმის თეთრი ხორცი 1კგ
  • ნიორი 4 კბილი
  • ბულგარული წიწაკა 1ცალი
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
  • კარაქი 50გ
  • ლავაში 4 ფირფიტა
  • იოგურტი 200 მლ
  • მუსკატის კაკალი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ ნიორთან ერთად, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

2. დააბლენდერებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და დაუმატეთ ნატურალური იოგურტი ან მაწონი. შემდეგ დაუმატეთ წითელი და შვი წიწაკა, მარილი და მუსკატის კაკალი.

3. მიღებულ მარინადში მოათავსეთ ქათმის ხორცი და გააჩერეთ 1-2 საათით.

4. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დააფინეთ ლავაში, მოათავსეთ მასზე ქათმის ხორცი მარინადით.

5. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე და აცხვეთ 40-60 წუთით. შეგიძიათ ზემოდან ფოლგაც გადააფაროთ.
გემრიელად მიირთვით